ვლადიმირ პუტინი: „ხანგოშვილი სისხლიანი მკვლელი იყო“

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც გერმანიაში მოკლეს, სისხლიანი მკვლელი იყო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წლის შემაჯამებელი დიდი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას. 

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ამ დროისათვის დაკავებულია.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რაც ვთქვი პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე. ის იყო აბსოლუტურად სისხლიანი მკვლელი. კავკასიაში მხოლოდ ერთი აქციისას 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით ამ ციფრზე — 98 ადამიანი. ბევრ ქვეყანაში, უფრო მცირე რაოდენობით დაღუპულთა გამო, ეროვნულ გლოვას აცხადებენ“, — განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ხანგოშვილი მონაწილეობდა მოსკოვის მეტროში აფეთქებების ორგანიზებაშიც, და ეს არ არის მისი სისასტიკეების მთელი ჩამონათვალი. 

ჟურნალისტი ამზადებს შეკითხვას საქართველოსკენ მომავალი გზის შესახებ  - Sputnik საქართველო
„კარგი იდეაა“ – პუტინმა ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ მომავალ გზაზე კომენტარი გააკეთა

„ჩვენ არაერთხელ წამოვწიეთ ეს საკითხი სპეცდანიშნულების სამსახურების დონეზე... ოფიციალური მოთხოვნა პროკურატურის მეშვეობით ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ეს ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უაზრობად მიიჩნიეს, ვინაიდან ფაქტობრივად უარყოფითი პასუხი მიიღეს“, — აღნიშნა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ქვეყნებს შორის მაღალეფექტური მუშაობა უნდა განხორციელდეს, რომელიც მიზნად დაისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. 

„ჩვენ ამისკენ მოვუწოდებთ. ვიმედოვნებთ, რომ ასეც იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი მუშაობა არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს, მაგრამ მისი დონე და ხასიათი არასაკმარისია“, — თქვა პუტინმა. 

ოფიციალური მოსკოვი უარყოფს მკვლელობაში მონაწილეობას, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბანდიტური გარჩევების მსხვერპლია. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიიდან რუსი დიპლომატების გამოძევებას რუსეთის მხრიდან სარკისებური ზომები მოჰყვება.

ყველა ახალი ამბავი
0