ვლადიმირ პუტინი: „ნორმანდიული ფორმატი აპრილში გახდება აქტუალური“

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღევანდელ დიდ პრესკონფერენციაზე „ნორმანდიული ფორმატის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიზანშეწონილად მიაჩნია „ნორმანდიული ფორმატის“ გაგრძელება, რის შესახებაც მან ტრადიციული დიდი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ პუტინი: „ხანგოშვილი სისხლიანი მკვლელი იყო“

მოლაპარაკებათა ე.წ. ნორმანდიული ფორმატი (რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია) უკრაინის საკითხებზე 2014 წლის ივნისიდან არსებობს. მას შემდეგ უმაღლესი დონის არაერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა და ასევე შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების კონტაქტები.

„ნორმანდიული ფორმატის ახალი შეხვედრა აპრილში გახდება აქტუალური, თუ პოზიტიური ცვლილებები მოხდება“, — აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

მანამდე „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნებმა 9 დეკემბერს პარიზში გამართული სამიტის შემდეგ მიიღეს კომუნიკე, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მინსკის შეთანხმება „ნორმანდიულ ფორმატში“ მუშაობის ბაზისად რჩება. დოკუმენტი დონბასის სამ ახალ წერტილში 2020 წლის მარტის ბოლოსთვის ძალთა დაშორიშორებას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0