პუტინი ჟურნალისტების შეკითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა: მთავარი მომენტები

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვა 57-მა ჟურნალისტმა, ზოგიერთმა რამდენიმე შეკითხვის დასმა მოახერხა

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს ტრადიციულად წლის შემაჯამებელი დიდი პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებში ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

რუსეთის ლიდერის ურთიერთობა პრესასთან 4 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც პრეზიდენტს მედიის 57-მა წარმომადგენელმა 80-მდე შეკითხვა დაუსვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებს გასაოცარი ცინიზმი უწოდა >>

წელს პუტინთან შეხვედრაზე მივიდა ჟურნალისტების რეკორდული რაოდენობა - 1895.

დიდი პრეს-კონფერენციების გამართვის პრაქტიკა პუტინმა 2001 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შემოიღო. მოვლენისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს ღონისძიებაზე აკრედიტაცია 1702-მა ჟურნალისტმა მიიღო, ერთი წლით ადრე - 1640-მა.

ახალი გზა საქართველოსკენ

რუსეთიდან საქართველოში ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა კარგი იდეაა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას, განაცხადა პუტინმა.

ჩეჩნეთის მთები - Sputnik საქართველო
ჩეჩნეთიდან საქართველოში: კადიროვს გზის გაყვანა აუცილებლად მიაჩნია

დღეისათვის რუსეთთან საქართველოს სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი პუნქტი ფუნქციონირებს – „ყაზბეგი“–„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ეს გზა ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით მიდის, თუმცა ზამთარში უამინდობის გამო პერიოდულად იკეტება.

„დიახ, ნამდვილად არსებობს პრობლემები (სატრანსპორტო — რედ.) საქართველოსთან. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ყველაფერი თოვლით არის დაფარული... [ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა] კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. თუმცა, ის ცნობილია და პრაქტიკულად განხორციელებადი. განხორციელების მიზანშეწონილობა არსებობს“, — თქვა პუტინმა.

მანამდე ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის გახსნის თემა არაერთხელ წამოწია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა. 1990-იანი წლების ბოლოს იჩქერიის ხელისუფლებამ დაიწყო მოხრეშილი გზის მშენებლობა სოფელ იტუმ-კალედან შატილის მიმართულებით. გზა საქართველოს საზღვრამდე მივიდა, მაგრამ ჩეჩნეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ის ძლიერ დაზიანდა. საუბარია 30 კილომეტრის სიგრძის გზაზე.

სისხლიანი მკვლელი

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც გერმანიაში მოკლეს, სისხლიანი მკვლელი იყო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წლის შემაჯამებელი დიდი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას. 

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ამ დროისათვის დაკავებულია.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რაც ვთქვი პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე. ის იყო აბსოლუტურად სისხლიანი მკვლელი. კავკასიაში მხოლოდ ერთი აქციისას 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით ამ ციფრზე — 98 ადამიანი. ბევრ ქვეყანაში, უფრო მცირე რაოდენობით დაღუპულთა გამო, ეროვნულ გლოვას აცხადებენ“, — განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ხანგოშვილი მონაწილეობდა მოსკოვის მეტროში აფეთქებების ორგანიზებაშიც, და ეს არ არის მისი სისასტიკეების მთელი ჩამონათვალი.

ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
მერკელმა და პუტინმა ევროპაში გაზის ტრანზიტის საკითხზე ისაუბრეს

„ჩვენ არაერთხელ წამოვწიეთ ეს საკითხი სპეცდანიშნულების სამსახურების დონეზე... ოფიციალური მოთხოვნა პროკურატურის მეშვეობით ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ეს ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უაზრობად მიიჩნიეს, ვინაიდან ფაქტობრივად უარყოფითი პასუხი მიიღეს“, — აღნიშნა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ქვეყნებს შორის მაღალეფექტური მუშაობა უნდა განხორციელდეს, რომელიც მიზნად დაისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. 

„ჩვენ ამისკენ მოვუწოდებთ. ვიმედოვნებთ, რომ ასეც იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი მუშაობა არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს, მაგრამ მისი დონე და ხასიათი არასაკმარისია“, — განაცხადა პუტინმა. 

ოფიციალური მოსკოვი უარყოფს მკვლელობაში მონაწილეობას, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბანდიტური გარჩევების მსხვერპლია. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიიდან რუსი დიპლომატების გამოძევებას რუსეთის მხრიდან სარკისებური ზომები მოჰყვება.

ზელიმხან ხანგოშვილი იყო ტერაქტების ორგანიზატორი რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედებებში ბოევიკების მხარეზე იღებდა მონაწილეობას. ადრე რუსულმა მხარემ არაერთხელ დააყენა გერმანელი კოლეგების წინაშე ხანგოშვილის გადაცემის საკითხი, მაგრამ ურთიერთგაგება არ შედგა.

სიტუაცია „Sputnik-ესტონეთის“ ირგვლივ

პუტინმა გააკეთა კომენტარი „Sputnik-ესტონეთის“ ჟურნალისტებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ Sputnik ესტონეთის თანამშრომლებმა მიიღეს წერილები პირდაპირი მუქარით მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 1 იანვრამდე არ გაწყვეტენ თანამშრომლობას Россия сегодня-სთან. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად სახელდება სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დააწესა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

„სამწუხაროდ, ჩვენ ცოტა რამის გაკეთება თუ შეგვიძლია... როცა ამგვარი თემები მესმის, ძალიან მიკვირს. იმიტომ რომ გამუდმებით ცდილობენ ჩვე ნ დადანაშაულებას, მათ შორის, თავისუფალ მედიასაშუალებებზე ზეწოლაში. არადა, თვითონ აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ გვაბრალებენ. ეს, რა თქმა უნდა, გასაოცარი ცინიზმია“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინის აზრით, აუცილებელია მიღწეულ იქნას იმ ქვეყნებში მუშაობის შესაძლებლობა, რომლებშიც ეს გართულებულია: შესაძლოა იქ „ეშინიათ იმ ინფორმაციისა და ზეგავლენისა, რომელიც შესაძლოა ადამიანების გონებაზე მოხდეს“.

დაპატიჟება მოსკოვში

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები დიდ შეცდომას დაუშვებენ, თუ არ ჩამოვლენ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად, განაცხადა პუტინმა.

გამარჯვების დღეს მოსკოვში ტრამპის ჩასვლა ბალტიის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება - Sputnik საქართველო
გამარჯვების დღეს მოსკოვში ტრამპის ჩასვლა ბალტიის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება

მომავალ წელს, რუსეთის დედაქალაქში, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართება რიგი საზეიმო ღონისძიებები. რუსეთმა მოსაწვევები მსოფლიოს ყველა ლიდერს გაუგზავნა. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე დაადასტურა მათი მონაწილეობა გამარჯვების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

„ეს მათი უფლებაა, მაგრამ თუ ვინმე არ ჩამოვა ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ზოგიერთი დღევანდელი თავისებურებების გამო, მე ვფიქრობ, რომ ეს მათთვის დიდი შეცდომა იქნებოდა. რადგან ეს ნიშნავს, რომ ისინი არ გამოხატავენ სათანადო პატივისცემას ამ ადამიანების მიმართ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა პუტინმა.

საქართველოს პირველ პირებს მოსკოვში 9 მაისს შესაძლო ვიზიტი ჯერ არ დაუანონსებიათ.

„ეს შეშფოთებას იწვევს“

პუტინმა აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია უკრაინის ლიდერის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რომ შესაძლებელია მინსკის შეთანხმებების გადახედვა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარია დონბასის მუდმივი სტატუსის მიღწევა და დაკანონება. ამასთან, კიევს ჯერ არ დაუწყია პირდაპირი დიალოგი ამ რეგიონთან, ამიტომ პრობლემის სწრაფი გადაჭრა მოსალოდნელი არ არის.

„ნორმანდიულმა ფორმატმა“ რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობები დაათბო - Sputnik საქართველო
„ნორმანდიულმა ფორმატმა“ რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობები დაათბო

„ახლა გამოცხადდა, რომ დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული რაღაც ცვლილებები განხორციელდება, კარგით, მაგრამ ეს რა არის? მინსკის შეთანხმებების სანაცვლოდ? დონბასის სპეციალური სტატუსის შესახებ კანონის სანაცვლოდ? მინსკის შეთანხმებებში წერია, რომ თუ ეს ეხება დონბასს, ეს უნდა მოხდეს ამ რეგიონთან შეთანხმებით. არანაირი კოორდინაცია არ არსებობს, ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა”, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

ამავე დროს, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მინსკის შეთანხმებების გარდა, სასარგებლო იყო თანამშრომლობის გაგრძელება „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში.

მინსკის შეთანხმებების თანახმად, 2020 წლის მარტის ბოლოს, დონბასში შეხების ხაზზე სამ ახალ წერტილში ძალების დაშორიშორისება უნდა მოხდეს. ამასთან, „ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერებმა მოუწოდეს წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და პატიმრების გაცვლის უზრუნველყოფისკენ „ყველა ყველაზე" ფორმატის შესაბამისად.

ყველა ახალი ამბავი
0