ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ჩეჩნეთიდან საქართველოში: კადიროვს გზის გაყვანა აუცილებლად მიაჩნია

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიჩეჩნეთის მთები
ჩეჩნეთის მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩეჩნეთის მეთაური იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაში გამოჩნდებიან ადამიანები, „რომლებმაც იციან ისტორია და იციან, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები“.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს მიაჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზას ჩეჩნეთზე გავლით დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიისთვის და იმედოვნებს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოგვარდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობის საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ეს გზა უკიდურესად საჭიროა ჩვენთვის და კავკასიისთვის. რეალურად, იტუმ-კალედან (სოფელი ჩეჩნეთში — რედ.) საქართველომდე 40-50 წუთის გზაა ავტომობილით, იქიდან კი თურქეთის გავლით გადიხარ ევროპაში... ამიტომ, ვფიქრობ, ეს გზა უახლოეს მომავალში უნდა გავხსნათ და მეზობლებთან ურთიერთობა დავალაგოთ, კერძოდ, საქართველოსთან“, — განაცხადა კადიროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩეჩნეთის მეთაური იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაში გამოჩნდებიან ადამიანები, „რომლებმაც იციან ისტორია და იციან, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები“.  

რამზან კადიროვი - Sputnik საქართველო
„ის კავკასიის შვილი არაა" – კადიროვი Rustavi 2-ის წამყვანის შესახებ

კადიროვმა განმარტა, რა მიზნით წამოჭრა აღნიშნული საკითხი. მისი თქმით, გზის მშენებლობის საკითხის დასმით მას სურს გააგებინოს ხელისუფლებას, რამდენად აუცილებელია მისი გადაჭრა პერსპექტივაში.

„ამ საკითხებს იმისთვის ვსვამთ, რომ ჩვენი გაიგონონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს წამოჭრილი საკითხი ხვალ გადაიჭრება. ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს აუცილებლობა და სურვილი, რომ გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრება, რათა შემდგომში შესაბამისმა უწყებებმა დაამუშაონ ეს საკითხი“, — შენიშნა კადიროვმა.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა გასულ წელსაც დასვა ჩეჩნეთის გავლით საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობის საკითხი, თუმცა მაშინ ამბობდა, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე პროექტის განხორციელება ძნელი იქნებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0