ონკოლოგებმა მკერდის სიმსივნისგან თავდაცვის მეთოდს მიაგნეს

გამოწერა
სპეციალისტებმა მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგად, 50 წელს გადაცილებული 180 ათასზე მეტი ქალის მონაცემები შეისწავლეს. ათი წლის განმავლობაში მათი წონა სამჯერ ფიქსირდებოდა: კვლევის დასაწყისში, ხუთი წლის შემდეგ და ცხრა წლის შემდეგ.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საკვირველია, მაგრამ სხეულის მასის შემცირებას შეუძლია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება, - ასეთი დასკვნა გამოიტანეს აშშ-ის ონკოლოგიური საზოგადოების მეცნიერებმა, იუწყება პორტალი EurekAlert.

საინტერესოა, რომ ონკოლოგიასა და ზედმეტ წონას შორის კავშირზე ადრინდელი კვლევებიც მიუთითებდნენ. მაგრამ ამ ნაშრომის ავტორებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა დაავადების განვითარების მომატებული რისკის კვლავ შემცირება.

თმის ღებვა სილამაზის სალონში  - Sputnik საქართველო
თმის მდგრადი საღებავები ძუძუს კიბოს რისკს ზრდის: მეცნიერული კვლევა

მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგად, სპეციალისტებმა შეისწავლეს 50 წელს გადაცილებული 180 ათასი ქალის მონაცემები. ათი წლის განმავლობაში მათი წონა სამჯერ დააფიქსირეს: კვლევის დასაწყისში, ხუთი წლის შემდეგ და ცხრა წლის შემდეგ.

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, რაც უფრო მეტი კილოგრამი დაკარგეს ქალებმა, მით უფრო შემცირდა ონკოლოგიის განვითარების ალბათობა. რისკჯგუფში შემავალი პაციენტების სიმსივნით დაავადების რისკი გახდომის პარალელურად მცირდებოდა.

„ჩვენი შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ წონის ზომიერი კლებაც კი უკავშირდება 50 წელს გადაცილებულ ქალთა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების ნაკლებ რისკს“, - მოჰყავს გამოცემას კვლევის ავტორის, ლორენ ტერასას სიტყვები.

კვლევის მონაწილეებს, რომლებმაც ორიდან ოთხ-ნახევარი კილოგრამი დაიკლეს, ონკოლოგიის რისკი 13 პროცენტით ნაკლები ჰქონდათ. ოთხ-ნახევრიდან ცხრა კილოგრამამდე დაკლების შემთხვევაში - 16 პროცენტით ნაკლები, ხოლო ათი და მეტი კილოგრამის დაკლების შემთხვევაში - 26 პროცენტით ნაკლები.

33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია >>

აღსანიშნავია, რომ იმათ, ვინც ჯერ დაიკლო წონა, შემდეგ კი კვლავ მოიმატა, მაინც შეუმცირდა ონკოლოგიის განვითარების რისკი იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთა სხეულის წონაც უცვლელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0