საქართველოს ელჩმა ვატიკანში რომის პაპს წმინდა ნინოს ჯვარი აჩუქა

© photo: MFA of Georgiaქეთევან ბაგრატიონ–მუხრანბატონი და რომის პაპი ფრანციკე
ქეთევან ბაგრატიონ–მუხრანბატონი და რომის პაპი ფრანციკე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩმა და რომის პაპმა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობები და მათი გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები განიხილეს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელი და საჩუქრები გადასცა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრაზე ელჩმა პაპს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობები და მათი გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები.

 მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი და დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო მიღწეული წარმატებების გამო შეაქო

შეხვედრის დასრულებისას რომის პაპმა ელჩს წარმატებები უსურვა თავის მომავალ საქმიანობაში. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა პაპს საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი, ნახატი „იოსების სიზმარი“, წიგნი ქართული ხელნაწერების შესახებ და ქართული ღვინო.

საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მეცნიერებისა და განათლების სფეროებში.

წმინდა საყდრის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების წყალობით ქართველ სტუდენტებს რომში თეოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ვატიკანი ასევე გამოყოფს სტიპენდიებს ქართველი მუსიკოსებისთვის, რათა მათ სწავლა იტალიის წამყვან კონსერვატორიებში განაგრძონ.

ყველა ახალი ამბავი
0