ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო მიღწეული წარმატებების გამო შეაქო

© FB / MFA of Georgia მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი და დავით ზალკალიანი
 მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი და დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და ვატიკანი მრავალსაუკუნოვანი კულტურული და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას გეგმავენ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა აღნიშნა ის წარმატებები, რომლებსაც საქართველომ თანამედროვე გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე მიაღწია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვატიკანმა რომის პაპის საქართველოში მოგზაურობას საფოსტო მარკა მიუძღვნა >>

გალაჰერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. პირველი შეხვედრა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართა, მეორე - საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან.

შეხვედრებზე აღინიშნა ურთიერთობების დინამიკა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება 2016 წელს, რომის პაპის, ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტზე გამახვილდა.

რომის პაპი თბილისში: მესა ქართული აქცენტით >>

დავით ზალკალიანის თქმით, განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს ქვეყნებს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

რომის პაპი თბილისში ყოფნისას - Sputnik საქართველო
პაპი წაიქცა, მაგრამ პაპი კარგადაა — 81 წლის ფრანცისკეს ინციდენტი შეემთხვა

მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო, როგორც უძველესი ცივილიზაციისა და ისტორიის ქრისტიანულ ქვეყანას, ევროპული ქვეყნების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო 1999 წელს რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტი. 2016 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ასევე რომის პაპი ფრანცისკე.

წმინდა საყდარში საქართველოს ელჩი 2014 წლიდან თამარ გრძელიძეა, ხოლო 2012 წლიდან თბილისში ვატიკანის ნუნციუსი მარეკ სოლჩინსკია.

ვატიკანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მეცნიერებისა და განათლების სფეროებში. წმინდა საყდრის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების წყალობით ქართველ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება რომში თეოლოგიური განათლება მიიღონ. ვატიკანი ასევე აფინანსებს ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს, რათა მათ იტალიის წამყვან კონსერვატორიებში სწავლის გაგრძელება შეძლონ.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0