სად გამწესდა თადუმაძე ანუ როგორ განაწილდა თანამდებობები უზენაეს სასამართლოში

© Pixabay / succoკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს  ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეების საკასაციო პალატას უხელმძღვანელებს

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ახალი მოსამართლეების დამტკიცებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ხელმძღვანელი თანამდებობები გაანაწილა და პალატები ჩამოაყალიბა.

ბესელია არ ნებდება – დეპუტატს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იდეები აქვს >>

12 დეკემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის სამთვიანი მწვავე დისკუსიებისა და დავის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა 19 კანდიდატიდან 14 დაამტკიცა. მათ მხარი დაუჭირეს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა. ოპოზიციამ იმ დღეს ხმაურიანი საპროტესტო აქციები გამართა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 12 ახალი მოსამართლე ჰყავს – ოპოზიციის პროტესტმა არ გაჭრა

პლენუმის გადაწყვეტილებით,  ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე სისხლის სამართლის საქმეების საკასაციო პალატის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა. ამავე პალატაში აღმოჩნდნენ მისი ყოფილი მოადგილე მამუკა ვასაძე, ისევე როგორც გიორგი შავლიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი და ლალი პაპიაშვილი, ნათქვამია სასამართლოს ვებსაიტზე.

სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება სასამართლოში. ამავე პალატაში ასევე შევიდნენ მირანდა ერემაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე და ვლადიმერ კაკაბაძე.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, მას უხელმძღვანელებს ნინო ქადაგიძე, რომელიც ამ პოსტზე შეცვლის ვასილ როინიშვილს, რომლის როგორც მოსამართლის უფლებამოსილება 18 დეკემბერს იწურება. პალატაში ასევე შევიდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევას იწყებს >>

პარლამენტს რომ არ დაემტკიცებინა ახალი მოსამართლეები, დღეს უზენაეს სასამართლოში მხოლოდ ათი მოსამართლე დარჩებოდა, ხოლო ნორმალური ფუნქციონირებისთვის მინიმუმ 27-28 უნდა ყოფილიყო. თუ პროცესი კიდევ ორი-სამი თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა, უზენაეს სასამართლოში მხოლოდ ოთხი ადამიანი დარჩებოდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა

დანიშნულ მოსამართლეებს უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. 13 დეკემბრის მდგომარეობით, სასამართლოში დაგროვდა დაახლოებით 3,8 ათასი საქმე, რომელთაგან 877 სისხლის სამართლის საქმეა, 1.2 ათასზე მეტი - ადმინისტრაციული, ხოლო დაახლოებით 1.3 ათასი - სამოქალაქო.

პლენუმმა გადაწყვიტა, ყველა ახალი საქმე გადაეცეს უვადოდ დანიშნულ 14 მოსამართლეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველა მოსამართლეს საქმეების რაოდენობა გაუთანაბრდება, ისინი შემდგომ ელექტრონულად გადანაწილდებიან.

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული მოსამართლეების ნაწილი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მიეკუთვნება კლანს, რომელიც, მათი აზრით, სასამართლოს მართავს. ზოგიერთი მოსამართლე მმართველ პარტიაშიც ოდიოზურად მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0