ბესელია არ ნებდება – დეპუტატს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იდეები აქვს

გამოწერა
დეპუტატი ეკა ბესელია მოითხოვს, რომ შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების  შერჩევის არსებული წესი

 

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად 14 კანდიდატის დანიშვნის შემდეგ, რომელმაც სკანდალის ფონზე ჩაიარა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ რთული სიტუაციიდან გამოსვლის საკუთარი გეგმა წარადგინა. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 12 ახალი მოსამართლე ჰყავს – ოპოზიციის პროტესტმა არ გაჭრა

საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს, თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ, 19–დან 14 კანდიდატი დაამტკიცა, მათ მხარი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა დაუჭირეს.  

ოპოზიციამ ამ დღეს ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართა როგორც პარლამენტთან, ისე შენობაში – იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და შემდეგ პლენარულსხდომაზე.

 „ეს არის შვიდი პუნქტი, რომელსაც ვთავაზობ ყველას, ვისაც შეუძლია პროცესის თანამონაწილე გახდეს. ეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმაა და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ბესელიამ ბრიფინგზე.

ბესელიამ, პირველ რიგში, უზენაეს სასამართლოში დარჩენილი ვაკანტური ადგილების შესავსებად მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება შესთავაზა.

ბოლო დრომდე სასამართლოში მხოლოდ 11 მოსამართლე იყო, მაშინ როდესაც ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა არანაკლებ 27–28. თუმცა, მთავარი პრობლემა, როგორც ვიცე–სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, იმაშია, რომ ბევრს უფლებამოსილების ვადა გასდის და  2–3 თვის შემდეგ უზენაეს სასამართლოში შეიძლება ოთხი ადამიანი დარჩეს. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ყველა კანდიდატი არ დაინიშნება

გარდა ამისა, ბესელიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობისკენ მოუწოდა.

დეპუტატი მოითხოვს რეზოლუციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სასამართლოებში კლანურ მმართველობას აქვს ადგილი და  მხარს უჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გამოწვევას, რომლებმაც მოსამართლე–კანდიდატები შეარჩია.

ბესელია  მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუქმების შესახებ პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმების მომხრეა.

დეპუტატმა პირობა დადო, რომ მომავალ კვირაში წარმოადგენს კანონპროექტს, რომელშიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რეკომენდაცია იქნება ასახული.

ბესელია, რომელიც „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეში იდგა და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო, საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0