თუ კარიდან არ გიშვებენ... – ხაბეიშვილი საკრებულოში შეღწევას აივნიდან შეეცადა

© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია საკრებულოსთან
აქცია საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუმცა, ჩანაფიქრის აღსრულება „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვერ შეძლო – დაცვამ იგი კიბიდან „ჩამოხსნა" და საკრებულოს კარი გაუღო.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, შენობაში შესვლა მეორე სართულის აივნიდან სცადა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა მომხრეები საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
ოპოზიცია თბილისის საკრებულოში კარვის გაშლას ცდილობს

პოლიციამ აქციის მონაწილეები და დეპუტატი ხაბეიშვილი შენობიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარვის გაშლა გადაწყვიტეს. ოპოზიცია კუხიანიძისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის, რომელიც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა, ბოდიშის მოხდას და დეპუტატის მანდატის დატოვებას მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც საკრებულოს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს, ხაბეიშვილმა შენობასთან კიბე მიიტანა, მისი კაბინეტის აივანს მიადგა და კიბეზე ასვლა დააპირა, რაშიც ხელი დაცვის წევრებმა შეუშალეს – დაცვამ იგი კიბიდან „ჩამოხსნა" და საკრებულოს კარი გაუღო.

ოპოზიციის აგრესია გამოიწვია კუხიანიძის Facebook-პოსტმა. როგორც საკრებულოს დეპუტატმა დაწერა, ექიმმა გაფრინდაშვილმა იცოდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მას დააპატიმრებდნენ და მიუხედავად ამისა მაინც გადაკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი. ყოველივე ეს, კუხიანიძის სიტყვებით, სერიოზულ პროვოკაციას ჰგავს. „ან მთელი ოჯახი სულელები არიან, ან პროვოკატორები", – დაწერა დეპუტატმა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  მხარდამჭერთა მიტინგი - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრი პარალიზებულია: აქციაზე „ქართული ოცნების“ ათი ათასობით მომხრე მივიდა

შემდეგ კუხიანიძემ "არაადეკვატურობისთვის", რომელიც ემოციური ფონით ახსნა, საჯარო ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიცია და საზოგადოება ამან არ დაამშვიდა.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ კუხიანიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის გამო საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტი დაკარგა, უფრო მეტიც, იგი შეიძლება პარტიიდანაც გარიცხონ.

ცნობილი ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში, ახალგორში დაზარალებული მასწავლებლისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად წავიდა. ქალი ჭაში ჩავარდა და ძლიერ დაშავდა, ადგილზე კი შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევისთვის" დააკავეს და სასამართლოს წინაშე წარდგა.

გაფრინდაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ცხინვალში 20 დეკემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0