ოპოზიცია თბილისის საკრებულოში კარვის გაშლას ცდილობს

© Sputnik / Alexander Imedashviliერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა მომხრეები საკრებულოსთან
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა მომხრეები საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციამ თბილისის საკრებულოში მმართველი პარტიის დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის დაკავება გადაწყვიტა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კარვის გაშლას ცდილობდა, შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ოპოზიციამ კარვის გაშლა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში გადაწყვიტა. ოპოზიცია კუხიანიძისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის, რომელიც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა, ბოდიშის მოხდას და დეპუტატის მანდატის დატოვებას მოითხოვს.

სიტუაცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა საქართველოში და ვინ როგორ მოხვდება 2020-ის პარლამენტში

„ბრძოლა გაგრძელდება, როდესაც იქნება, ამ კარს ხომ მაინც გააღებენ. როცა ის გაიღება, მაშინ თავიდან შევალ და გავაპროტესტებ. თუ საჭირო იქნება კარვის გაშლა, გავშლი", – განაცხადა ხაბეიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

თბილისის საკრებულოს შენობასთან ამ დროისთვის ხაბეიშვილთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი და ახალგაზრდული მოძრაობა "შეცვალეს" წევრები იმყოფებიან. მიუხედავად დაშვებული საშვების სიმრავლისა, შენობაში დღეს ცოტა ადამიანი შეუშვეს.

ოპოზიცია და „შეცვალეს" წევრები კუხიანიძის კაბინეტში შეიკრიბნენ და მის დატოვებაზე უარს აცხადებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მათ გამოყვანას ცდილობს.

ოპოზიციის აგრესია გამოიწვია კუხიანიძის Facebook-პოსტმა. როგორც საკრებულოს დეპუტატმა დაწერა, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა იცოდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მას დააპატიმრებდნენ და მიუხედავად ამისა მაინც გადაკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი. ყოველივე ეს, კუხიანიძის სიტყვებით, სერიოზულ პროვოკაციას ჰგავს. „ან მთელი ოჯახი სულელები არიან, ან პროვოკატორები", – დაწერა დეპუტატმა.

ყველა ახალი ამბავი
0