მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაიღუპა ტოგოში ქართველთან ერთად გატაცებული ერთ-ერთი მეზღვაური

CC BY-SA 2.0 / DocChewbacca / Pirates !მეკობრეების დროშა
მეკობრეების დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერძნული ტანკერ Elka Aristotle-დან ტოგოს ნაპირებთან გატაცებული ეკიპაჟის სამი წევრი თავისუფალია, ერთი კი დაიღუპა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ტოგოს ნაპირებთან ბერძნული ტანკერ Elka Aristotle-ის ეკიპაჟის გატაცებული წევრებიდან ერთ-ერთი დაიღუპა, ნათქვამია გემთმფლობელი კომპანია European Navigation-ის პრესრელიზში.

ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სამ სხვა მეზღვაურთან ერთად პორტ ლომესთან 18 კილომეტრში მეკობრეებმა ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან Elka Aristotle გაიტაცეს. ეკიპაჟის გატაცებულ წევრებს შორის ქართველის გარდა ორი ფილიპინელი და ერთი ბერძენი იყო.

„გატაცებულებიდან სამი თავისუფალია. ისინი კარგად და უსაფრთხოდ არიან, გაიარეს სამედიცინო დათვალიერება და ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კითხავენ მათ სამშობლოში (ფილიპინებზე, საბერძნეთსა და საქართველოში) დაბრუნებამდე“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.
ტანკერი შავ ზღვაში - Sputnik საქართველო
ტოგოში გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეოთხე თანამშრომელი, ფილიპინელი, დაიღუპა. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა, მაგრამ, სავარაუდოდ, ფილიპინების მოქალაქის გარდაცვალება ავადმყოფობის და არა იმ პირთა მოქმედების შედეგია, ვისაც ის მძევლად ჰყავდა აყვანილი.

ეკიპაჟის წევრების ოჯახებს სიტუაციის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ, იუწყება გემთმფლობელი.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ საგარეოპოლიტიკური უწყებისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ძალისხმევით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია. ამჟამად ქართველი მეზღვაური ნიგერიაშია და სამშობლოში გამგზავრებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0