აზერბაიჯანის ორ მოქალაქეს თბილისში ჩადენილ მკვლელობაზე პეტერბურგში გაასამართლებენ

© photo: Sputnik / Alexander Gal'perin / გადასვლა მედიაბანკშიპოლიციის თანამშრომელი სანქტ-პეტერბურგში
პოლიციის თანამშრომელი სანქტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეჭვმიტანილებმა პისტოლეტებიდან სულ მცირე ცხრა გასროლა განახორციელეს დაზარალებულის მისამართით, რომელიც გაჩერებული ავტომობილის საჭესთან იჯდა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. დასრულდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება აზერბაიჯანის ორი მოქალაქის მიმართ, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედებათ ბრალად, ნათქვამია სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოს განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები გასამრჯელოს სანაცვლოდ უცნობმა პირმა საქართველოში მცხოვრები 42 წლის აზერბაიჯანის მკვიდრის მოსაკლავად დაიქირავა.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
რამდენი ქართველი დააკავეს ევროპაში მძიმე დანაშაულისთვის

„2017 წლის აგვისტო-სექტემბერში, თანამზრახველები აღნიშნულ მამაკაცს უთვალთვალებდნენ. 2017 წლის 11 სექტემბრის საღამოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანთან ახლოს თანამზრახველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მინიმუმ ცხრა გასროლა განახორციელეს გაჩერებული მანქანის საჭესთან მჯდომი დაზარალებულის მისამართით, რომელიც მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმის ფიგურანტებს ბრალად ედებათ მკვლელობა და იარაღის უკანონო ბრუნვა. სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად არის გადაცემული.

ყველა ახალი ამბავი
0