მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რამდენი ქართველი დააკავეს ევროპაში მძიმე დანაშაულისთვის

© AFP 2024 / Andreas SOLAROიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები ბელგიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიასა და ჩეხეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დააკავეს

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წლის დასაწყისიდან მძიმე დანაშაულისთვის საქართველოს 124 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
ესპანეთში საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შსს–ს უცხოეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის წყალობით, 12 ოპერაცია ჩატარდა ბელგიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიასა და ჩეხეთში.

დაკავებულთა შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.

საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შსს–ს პრიორიტეტს წარმოადგენს. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლი) ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, 2018 წლის სექტემბერში კი ევროპოლის შტაბ–ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. ამასთან, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან პოლიციის ატაშეები გაიგზავნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0