ოქროა! ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ჩინეთის ტურნირი მოიგო

გამოწერა
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა აჯობა სხვა ქართველ ძიუდოისტს, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა „მასტერსის“ სერიის ტურნირზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ცინდაოში იმართება.

ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს >>

ფინალურ ორთაბრძოლაში ლაშამ შეუძლებელი შეძლო - მოუგო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადაშვილს, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს

ბექაურს გამარჯვება მოუტანა ეფექტურმა იპონმა, რომელიც ბრძოლის მეორე წუთზე შეასრულა.

19 წლის ქართველი სპორტსმენის ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის ცინდაოს ტურნირზე მეორე გახდა. ადრე ბრინჯაო აიღო ვაჟა მარგველაშვილმა. სულ „მასტერსის“ ტურნირზე საქართველოს ცხრა ძიუდოისტი წარმოადგენს.

შეჯიბრების დასკვნით დღეს ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს (-100 კგ).

ცინდაოს ტურნირი დღეს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მისი საპრიზო ფონდი 296 ათას დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0