ჭიათურაში დათვი ცირკის ტყვეობიდან იხსნეს

გამოწერა
სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე გათავისუფლებული დათვი ცხვარიჭამიაში, მურა დათვების თავშესაფარში დაბინავდება

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე მოთავსდება.

Food Waste - მურა დათვების გადასარჩენი კამპანია ოფიციალურად გაიხსნა >>

ცხვარიჭამიაში დათვების თავშესაფარი, რომელიც 15-მდე მურა დათვს ინახავს, ტყვეობაში მყოფი მურა დათვების დასახმარებლად 2010 წელს დაფუძნდა.

ყველა ახალი ამბავი
0