თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარში კამპანია Food Waste ოფიციალურად გახსნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
კამპანია დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული და მიზნად ისახავს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და მოსახლობის ტყვეობიდან გამოხსნილი მურა დათვების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფას.
ტყვეობაში მყოფი მურა დათვების დასახმარებლად 2010 წელს ცხვარიჭამიაში დათვების თავშესაფარი დაფუძნდა, რომელიც 15-მდე მურა დათვს ინახავს.
„დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ და ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული, რის გამოც, ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებული არ არიან და, მათივე უსაფრთხოების მიზნით, თავშესაფარში ხანგრძლივი დროით უნდა იყვნენ. დათვების მოვლისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის ხარჯები იზრდება, თავშესაფრის ფინანსური რესურსი კი მწირია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამავლობით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა დათვების რეაბლიტაციისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება“, - განაცხადა თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა.
საქართველოს წითელ წიგნს ფრინველების კიდევ ერთი სახეობა შეემატა >>
სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიაში Food Waste რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტი უკვე ჩაერთო, რომელთა შორისაა „კარფური“, „აგროჰაბი“ და „სპარი“. ასევე, არაერთმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა გამოთქვა დათვების დახმარებისა და დისტანციური მეურვეობის სურვილი.