„აშშ-ის ჯოჯოხეთური სანქციები“: უნდა ეშინოდეს თუ არა რუსეთს

© photo: coyrtesy of Nord Stream 2 / გადასვლა მედიაბანკშიჩრდილოეთის ნაკადი -2
ჩრდილოეთის ნაკადი -2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები პერიოდულად გრძელდება. უქმნის თუ არა აღნიშნული სანქციები საფრთხეს რუსეთს, ექსპერტი ივან დანილოვი საუბრობს

ივან დანილოვი

აშშ-ის საინფორმაციო ველსა და საკანონმდებლო დღის წესრიგში „ჯოჯოხეთური სანქციები“ ბრუნდება. სენატორებისა და კონგრესმენების სამიზნე - რუბლი, რუსეთის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ნავთობკომპანიები და გაზსადენებია. „ბონუსის“ სახით აშშ-ში შესაძლოა ოფიციალურად გამოაცხადონ, რომ რუსეთი „ტერორიზმის სპონსორია“ და შედეგად სანქციები მოაყოლონ. 

ნატოს ჯარისკაცები - Sputnik საქართველო
ექსპერტები: რას მოიგებს რუსეთი ნატოში განხეთქილებით და მოიგებს თუ არა?

იმის გამო, რომ შეერთებული შტატების პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების რამდენიმე ინიციატივა განხილვის სხვადასხვა სტადიაზეა, ზოგჯერ რთულია იმის დადგენა, რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის რომელი სეგმენტები შეიძლება აღმოჩნდეს ზეწოლის ქვეშ. მაგრამ თუ სანქციების მთელ „ლანდშაფტს“ გადავავლებთ თვალს, შეიძლება გამოვყოთ ანტირუსული ნაბიჯების სამი პაკეტი. პირველი ასეთი პაკეტი ითვალისწინებს ირიბ სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ წინააღმდეგ. ამერიკული მასმედიის ინფორმაციით, ეს პაკეტი შეტანილია აშშ-ის 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტში, რომელსაც კონგრესში ოთხშაბათს უყარეს კენჭი.

ამერიკელ კანონმდებლებს მოერიდათ სანქციების დაწესება რუსული გაზის მყიდველების ან კონკრეტულად „გაზპრომის“ წინააღმდეგ და გადაწყვიტეს, შეუტიონ ევროპულ კომპანიებს, რომელთა უნიკალური გემები ამჟამად დანიის ნაპირებთან „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ მილსადენის გაყვანით არიან დაკავებული. სანქციები იმაზეა გათვლილი, რომ დოლარებში წარმოებული ოპერაციებისა და აშშ-სთან ან ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის ბლოკირების საფრთხე აიძულებს მათ პროექტის დატოვებას, „გაზპრომს“ კი - უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შენარჩუნებას უკრაინისთვის მისაღები პირობებით.

თუმცა „Wall Street Journal“ იუწყება: „გაზპრომის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ „Allseas-ი“ (მილსადენების გამყვანი კომპანიის შვეიცარიელი მფლობელი) იძულებული გახდება, პროექტი დატოვოს, „გაზპრომი“ საკუთარი ხომალდებისა და რუსი მენარდეების კუთვნილი ხომალდების მეშვეობით თავად დაასრულებს სამუშაოს“.

სანქციების მეორე პაკეტი, ასევე, „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ უკვე არა ირიბად, არამედ პირდაპირ. თუ ამ კანონპროექტს კონგრესსა და სენატშიც დაამტკიცებენ, შემდეგ კი ტრამპი მოაწერს ხელს, სანქციები გავრცელდება რუსული გაზსადენის ე.წ. სპონსორებზე - ევროპულ კომპანიებზე, რომლებიც მის მშენებლობას აფინანსებენ. თუმცა მეტად საეჭვოა, ამ ზომებმა რაიმე ეფექტი გამოიღოს, ვინაიდან გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, აუცილებელი თანხა კი - მოზიდული. 

ნავთობისა და გაზის პლატფორმა ზღვაში - Sputnik საქართველო
საუდის არაბეთმა და რუსეთმა ნავთობის ექსპერტები გაანაწყენეს

მეტიც, როდესაც ანალოგიური პროექტი აშშ-ის სენატში 2017 წელს იხილებოდა, ოფიციალურმა ბერლინმა უბრალოდ კი არ დაგმო ის, არამედ „საპასუხო ზომებითაც“ დაიმუქრა. სააგენტო „Reuters“ მაშინ წერდა: „გერმანია აშშ-ს საპასუხო ზომებით დაემუქრა, თუ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოთავაზებული ახალი სანქციები გერმანული ფირმების დასჯას გამოიწვევდა... გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ბრიჯიტ ციპრისმა განაცხადა, რომ ბერლინს მოუწევდა კონტრზომების მოფიქრება, თუ ტრამპი გეგმას მხარს დაუჭერდა“.  

დღეს არ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ გერმანიის ხელისუფლების პოზიცია შეიცვალა.

სანქციების მესამე პაკეტი - სწორედ ის „ჯოჯოხეთური სანქციებია“, რომლებზე საუბარიც ასე სიამოვნებთ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის რუსოფობ წარმომადგენლებს. შესაბამისი კანონპროექტის ოფიციალური სახელწოდებაა - „კრემლის აგრესიისგან ამერიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ (DASKA ). ის შეიძლება უახლოეს ერთ კვირაში განიხილონ. „Reuters“ კანონპროექტის მიზნებზე წერს: „შემოთავაზებული სანქციები მიმართულია: რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საზღვარგარეთ არჩევნებში ჩარევის მცდელობას; რუსეთის კიბერსექტორის წინააღმდეგ; ახალი სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ; იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის) სახელით პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობენ უკანონო და კორუფციულ საქმიანობას“. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე არაერთ მკაცრ ზომას რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორების წინააღმდეგ, რომელზეც რუსეთის სახაზინო შემოსავლების დაახლოებით 40% მოდის“. 

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ ნახევარი წლით გაუხანგრძლივა

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი კანონმდებლების თვალსაზრისით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ზომა - თურმე რუსეთისგან თავდაცვაა. ცნობილი ხუმრობის პერიფრაზს თუ მოვიშველიებთ - „რუსეთი ნატოს საფრთხეს უქმნის მის ბაზებთან თავისი ტერიტორიის მიახლოებით“. შეიძლება ითქვას, რომ კონგრესმენები და სენატორები ნებისმიერ ნავთობის საბადოს, რომელიც აშშ-ს არ ეკუთვნის, გულწრფელად აღიქვამენ, როგორც პირად შეურაცხყოფას, სამყაროს სამართლიანობის პრინციპის დარღვევას და საფრთხეს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. რუსეთის წინააღმდეგ იმავე მეთოდების გამოყენება, რომელთა დახმარებითაც აშშ „ნავთობის პრობლემებს“ სხვა ქვეყნებში (მაგალითად, სირიაში) აგვარებს, შეუძლებელია რუსეთის არმიის, ფლოტისა და ბირთვული ტრიადის გამო. ამიტომ უწევთ სენატორებსა და კონგრესმენებს სანქციების სახით შემოვლითი გზების ძიება.

თუმცა ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უფრო მძაფრ ემოციებს იწვევს არა რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ მიმართული სანქციები. ამ „ჯოჯოხეთური სანქციების“ მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოყენებით წარმოებული ოპერაციების აკრძალვა სავალუტო ბაზარზე რუბლზე მოთხოვნილებას შეამცირებს, ეს ზეწოლა კი რუსული ვალუტის კურსს შეასუსტებს.

პანიკა ფინანსურ ბაზრებზე და სირთულეები სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ალბათ, ის ინსტრუმენტებია, რომელთა დახმარებითაც, სანქციების ავტორების აზრით, რუსული ეკონომიკისა და საზოგადოების გატეხვას შეძლებენ. ამ თეორიას რამდენიმე სუსტი წერტილი აქვს. მათგან მთავარია: რუსეთი - არ არის „მესამე სამყაროს“ ტიპური ქვეყანა, რომლისთვისაც გარეშე დაფინანსების შეწყვეტა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში  ინვესტიციების ბლოკირების გზით კატასტროფის ტოლფასი იქნება. საერთაშორისო ბაზრებზე კერძო სექტორის საგარეო დაფინანსების ბლოკირებასთან დაკავშირებული პრობლემების უმრავლესობა რუსეთმა ჯერ კიდევ 2014-2016 წლებში გამოიარა, ხოლო გარეშე სესხებზე სახელმწიფოს დამოკიდებულების პრობლემა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მოაგვარა.

ეს არ ნიშნავს, რომ „ჯოჯოხეთური სანქციები“ არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს რუსეთის ფინანსურ და სავალუტო ბაზრებზე. ეფექტი იქნება. მაგრამ შეერთებული შტატების მოლოდინი, რომ რუსეთი ეკონომიკურ ჯოჯოხეთში ჩაეფლობა, ნამდვილად არ გამართლდება. მეტიც, „ჯოჯოხეთური სანქციების“ იდეა მოძველებულია. ის ძალიან მოსწონს სენატორებისა და კონგრესმენების ერთ კონკრეტულ კატეგორიას, კერძოდ, იმ რუსოფობებს, რომლებსაც ფინანსების არაფერი გაეგებათ. 

დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა პარიზში - Sputnik საქართველო
დამოუკიდებლობის აჩრდილი: ევროკავშირი აშშ-ის ფინანსურ სისტემას ეთიშება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი მათ შორის არ არის. მასაც არ უყვარს რუსეთი, მაგრამ იგი ფინანსისტია და უკვე ორი წელია, არ იყენებს სანქციების დაწესების უფლებას და აქტიურად უშლის ხელს პარლამენტარებს ისეთი კანონების მიღებაში, რომლებიც ასეთ სანქციებს დააწესებდა. უნდა აღინიშნოს, რომ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შემოღების ერთ-ერთი მცდელობის დროს მნუჩინიმ სენატორებსა და კონგრესმენებს მისწერა წერილი, რომელშიც თავის პოზიციას განმარტავდა.

მისი არგუმენტები არ მოეწონებათ იმათ, ვინც დღემდე ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია უკანონოდ მოქმედება და რომ რუსეთის საწინააღმდეგო ფინანსური სანქციები - მხოლოდ მითიური ამერიკული კეთილშობილების საკითხია.

როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ამბობს, თუ ასეთ სანქციებს ევროკავშირიც არ დააწესებს (ევროკავშირს კი ფიქრიც არ უნდა მსგავს სანქციებზე), ვაშინგტონს მოუწევს არა მხოლოდ საპასუხო დარტყმის მოგერიება რუსეთის მხრიდან, არამედ იმასთან შეგუებაც, რომ ინვესტორები - ანუ რუსული ფასიანი ქაღალდების უცხოელი მყიდველები - ამერიკული ბანკებიდან და საინვესტიციო ფონდებიდან გადავლენ ევროპულ, იაპონურ ან ოფშორულ ფინანსურ სტრუქტურებში, რათა რუსულ აქტივებზე წვდომა შეინარჩუნონ.  

მეტიც, რუსული აქტივები ახლა უფრო მიმზიდველია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ვიდრე 2018 წელს, რადგან მხოლოდ განვითარებად ბაზრებზე (განსაკუთრებით, რუსეთში) დაბანდებით შეუძლიათ ევროპელ ინვესტორებს სარფიანი გარიგებების დადება. ასე რომ „ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთს ხანმოკლე დისკომფორტს შეუქმნის, აშშ-ის ფინანსურ სექტორს კი ფულსა და კლიენტებს დააკარგვინებს.

კანონმდებლებმა, შესაძლოა, „ჯოჯოხეთური სანქციები“ და „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ საწინააღმდეგო ზომები მართლაც მიიღონ. თუმცა ამერიკელ ჩინოვნიკებსაც კი ეპარებათ ეჭვი მათ ეფექტურობაში. ბოლო ხუთი წელია, მსგავსი ოდიოზური წინადადებები კონგრესისა და სენატის კულუარებს გარეთ ვერ აღწევს და ეს უმიზეზოდ არ ხდება.

მაგრამ თუ ამერიკელი კანონმდებლები მაინც გადაწყვეტენ ამერიკული ფინანსური სექტორის დაზარალებას და ევროკავშირისთვის დამატებითი იმპულსის მიცემას, გათავისუფლდნენ ფინანსებისა და ენერგეტიკის სფეროში ზედმეტი ამერიკული მეურვეობისგან, ამის გამო აღელვება არ ღირს. 

ყველა ახალი ამბავი
0