მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ძალიან კარგი შეხვედრა“ – დონალდ ტრამპი და სერგეი ლავროვი დიალოგით კმაყოფილები არიან

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-სა და რუსეთის სახელმწიფო ალმები
აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფო ალმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ მიიწვია დონალდ ტრამპი გამარჯვების დღესასწაულზე მოსკოვში და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი წინადადებას განიხილავს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებმა ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიპლომატის თქმით, მხარეებმა არაერთი საკვანძო პრობლემა განიხილეს. სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა აშშ-ს „ნებისმიერ ვარიანტზე“ წასვლა შესთავაზა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. 

სერგეი ლავროვი და ელმარ მამედიაროვი - Sputnik საქართველო
„ძალიან, ძალიან სერიოზული თემა“ - რაზე ისაუბრა ლავროვმა ბაქოში

„ჩვენ გვესმის აშშ-ის შიდა ვითარება, მაგრამ ორივე მხრიდან არსებობს დაინტერესება – ვიმუშაოთ იმ სფეროებში, რომლებშიც შედეგებს მივიღებთ“, — აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, განსახილველ თემებს შორის იყო სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარება, ვაშინგტონის გასვლა თეირანთან დადებული გარიგებიდან და ასევე ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებული სანქციები.

ლავროვს მიაჩნია, რომ აშშ-ის კონგრესმა თავდაცვით ბიუჯეტში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქული ნაკადის“ მიმართ სანქციები ქვეყნებს შორის ურთიერთობის დანგრევის მიზნით შეიტანა. მაგრამ, როგორც რუსი მინისტრი ამბობს, მისი ქვეყანა მიჩვეულია ამგვარ თავდასხმებს და იცის, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს მათზე.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან შეხვედრას „ძალიან კარგი“ უწოდა, რის შესახებაც საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.

​„განვიხილეთ ბევრი თემა, ვაჭრობა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ მოლაპარაკებები, ბირთვულ შეიარაღებებზე კონტროლი და არჩევნებში ჩარევა. ველოდები ჩვენი დიალოგის გაგრძელებას უახლოეს მომავალში“, — წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

თეთრ სახლში განმარტეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ინტერესების გათვალისწინებით. დონალდ ტრამპი ასევე მიესალმა მოსკოვთან თანამშრომლობას ერთობლივი პრობლემების გადასაჭრელად და მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების პოლიტიკას ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0