თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ელმარ მამედიაროვმა ბაქოში მოლაპარაკებები გამართეს, იუწყება Sputnik აზერბაიჯანი.
პოლიტიკოსებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
„ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია, თუ არა, სანიმუშო“, — განაცხადა მამედიაროვმა და იქვე დაამატა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს რუსეთისა და აზერბაიჯანის საგრეო უწყებების კონსულტაციების გეგმას 2020 წლისთვის.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მეტად დადებითია, ვინაიდან ეს მიმართულება სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ელოდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ბრატისლავაში შეხვედრის შედეგებს, ვინაიდან „ეს ძალიან, ძალიან სერიოზული თემაა“.
„ჩვენი გაგებით, კომპრომისს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს ძალიან ხანგრძლივი კონფლიქტია“, — განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, სრულად შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოს ოფიციალური ვიზიტით 2 დეკემბერს ეწვია და უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.