დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 დეკემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ყველაფერი იოლად არ გამოდის, მაგრამ მთლიანობაში, კმაყოფილი დარჩებით ამ დღით. იფიქრეთ, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს, ვინ შეიძლება დაგეხმაროთ. შესაძლებლობა იქნება, რომ ძველი კავშირები აღადგინოთ. მათ შეიძლება საინტერესო პროექტები შემოგთავაზონ. სერიოზული პრობლემები, დიდი ალბათობით, არ გაჩნდება, ხოლო მცირე გაუგებრობები გზიდან ვერ გადაგახვევინებთ. სწავლისთვის მეტი დრო და მოთმინება გჭირდებათ.

გოგონა საახალწლო დეკორაციასთან - Sputnik საქართველო
„გადატვირთვა" ახალი წლის წინ: როგორ დავტოვოთ პრობლემები წარსულში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. მზად ხართ მუშაობისთვის, ცდილობთ, არაფერი გადადოთ სამომავლოდ. გამოიყურებით ძალზე მშვიდად და თავდაჯერებულად, ამიტომ გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევებისა და დახმარებისთვის. თქვენი ავტორიტეტი იზრდება. ნებისმიერი თქვენი წამოწყება, იმისდა მიუხედავად, მარტო იმუშავებთ თუ სხვებთან თანამშრომლობით, წარმატებული იქნება. შესაძლებელია თანხის მიღება. გადაიჭრება ფინანსური საკითხები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის არაფორმალურ გარემოში. შესაძლებელია ყველაზე რთული საკითხების განხილვა უთანხმოებებისა და ჩხუბის მოლოდინის გარეშე. ახლა ადამიანები მზად არიან, მოისმინონ თქვენი მოსაზრება და ის ყურად იღონ. მოსალოდნელია საქმიანი წინადადებები, იქნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოთ რამე საინტერესო პროექტში. მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი, გაჩნდება საინტერესო იდეები.

ბათუმი ზამთარში - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 9–15 დეკემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები. ხართ ყურადღებიანი გარშემომყოფების მიმართ, არ იშურებთ ძალღონეს, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანებს არაფერი გაუჭირდეთ. სიკეთეს აკეთებთ და სამაგიეროს არ ელოდებით, მაგრამ თქვენი კეთილი საქმე არ დაიკარგება. კარგი დღეა ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად, სასარგებლო ნივთების შესაძენად. დღის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები პირად ურთიერთობებში: ყურადღებიანი ხართ ახლობლების მიმართ, ისინი ამას ხედავენ და ცდილობენ, ამითვე გიპასუხონ. შესაძლებელია მოულოდნელი სტუმრიანობა, რაც ძალიან გაგახარებთ. გიჭირთ ჩვეულ საქმეებზე ყურადღების კონცენტრაცია, ისინი ძალზე მოსაწყენად გეჩვენებათ. თუ თავს ცოტა ძალას დაატანთ, მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. ახალი საქმის დაწყება დღეს არასასურველია.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მასშტაბურ საქმეს შეუდგეთ. პირველი ნაბიჯები აუჩქარებლად გადადგით. შეცდომებს არ დაუშვებთ და მალე მიხვდებით, როგორ სჯობს მოქმედება. მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას, შეძლებთ იმ ადამიანებთან გასაუბრებას, რომლებიც თავიანთი გამოცდილების გაზიარებაზე უარს არ გეტყვიან. ადვილად გაგიტაცებთ ახალი, მაგრამ ამით ჩვეული საქმეები შეიძლება დაზარალდეს. თუ ძალისხმევას გამოიჩენთ, ყველაფერს კარგად გაუმკლავდებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

არცთუ მარტივი დღეა, რომელსაც ბევრი მაცდური რამ მოაქვს. გიჭირთ სისუსტეებთან გამკლავება. ხანდახან წამიერ სურვილებს აჰყვებით ხოლმე, თუმცა, კარგად აცნობიერებთ, რომ ეს არაფერ კარგს არ მოიტანს. იყავით მეტად წინდახედული და შემდეგ საკუთარ თავის მადლიერი დარჩებით ამის გამო. ახალ ნაცნობებთან იფრთხილეთ. დღეს თქვენი შეცდომაში შეყვანა ადვილია. შესაძლოა, ვინმე თქვენით მანიპულირებას შეეცადოს.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

იღბლიანი დღეა. მოსალოდნელია მცირე თანხის მიღება, ასევე საინტერესო წინადადებების შემოთავაზება. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. კარგად ჩაივლის შეხვედრები და მოლაპარაკებები. თქვენი იდეები ბევრს მოსწონს. მაღალია შემოქმედებითი პოტენციალი, ბევრ საქმეს არასტანდარტულად წყვეტთ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისითაც.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია მნიშვნელოვანი პროგრესი საქმეებში. შესაძლოა, თანხა მიიღოთ, გექნებათ შანსი, რომ განახორციელოთ მომგებიანი ინვესტიციები, იყიდოთ ნივთები, დადოთ გარიგებები. ენდეთ ინტუიციას. ის გიკარნახებთ, სად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და სად - გარისკოთ. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა - სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანი თვალსაზრისით. შეძლებთ, რომ ბევრი ადამიანი დააინტერესოთ საკუთარი იდეებით.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

არცთუ მარტივი დღეა. შეუპოვრობა და მოთმინება გჭირდებათ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით, ეს კი გაღიზიანებთ. ცდილობთ წონასწორობის შენარჩუნებას, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოგდით. ხანდახან გარშემომყოფები უცნაურად იქცევიან, შესაძლოა, ზოგიერთმა უსიამოვნოდ გაგაკვირვოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეები და სასიამოვნო სიურპრიზები. კარგად ჩაივლის რომანტიკული შეხვედრა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობა. გრძნობთ ვარსკვლავების მხარდაჭერას. არ ელოდებით, რომ ვინმე სხვა გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს და თვითონ იჩენთ ინიციატივას. ეს გარშემომყოფებს მოსწონს. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის, რომანტიკული. ადვილად პოულობთ საბაბს სიხარულისთვის. ყურადღებას აქცევთ წვრილმანებს, რაც გეხმარებათ იმაში, რომ მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

არცთუ მარტივი, მაგრამ მაინც საკმაოდ იღბლიანი დღეა. ეცადეთ, ის საქმე გააკეთოთ, რაც დიდი ხანია, გაინტერესებთ. რაც უფრო მალე მიაღწევთ პირველ წარმატებებს, მით უფრო იოლად წახვალთ წინ. გარშემო უფრო მატულობს იმ ადამიანებს რაოდენობა, რომლებთანაც საქმის დაჭერა სასიამოვნოა. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული გაგრძელება მოჰყვება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0