პარლამენტი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებს დაამტკიცებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის აქციებისა და „დაბოქლომების“ ფონზე ჩაივლის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც ხუთშაბათს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.

სხდომა ანრი ოხანაშვილმა 12 დეკემბერს, 9:30 საათზე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აგერ უკვე მერამდენე ეთერით გვაფრთხილებს, 12 დეკემბერი სავსემთვარეობაა და ყოველგვარ სარისკო გადაწყვეტილებას მოერიდეთ, მაღალია ტრავმებისა და კონფლიქტების ალბათობაო. ტრავმებისა და კონფლიქტების და მთვარის მარსის ჩრდილქვეშ შესვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დილით კომიტეტის და შემდეგ პარლამენტის სხდომა რომ კონფლიქტების ფონზე ჩაივლის, ეს უდავოა. მონოლითური საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა ხომ სწორედ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული დებატებით დაიწყო. „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა" – თუ ამ ცნობილ ფრაზას გავყვებით, დღეს საქართველოში ცოტა ვინმეს თუ აქვს სამართლიანობის განცდა.

ეკა ბესელიას განცხადებით, კენჭისყრა 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ სამთავრობო გუნდის გადაწყვეტილებით თარიღი შეიცვალა.

პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
რატომ ელოდებიან ვადამდელ არჩევნებს გაზაფხულზე და რატომ ტოვებენ დეპუტატები პარლამენტს

დეპუტატები მართლაც სცილასა და ქარიბდას შორის არიან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი 20-კაციანი სია 19-მდე თავად ერთ-ერთის სურვილით უკვე შემცირდა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ, მისი მაგისტრის დიპლომის წარმომავლობის გაურკვევლობის გამო, თავად ითხოვა საკითხის საბოლოო გარკვევამდე მისი კანდიდატურის განხილვის გადადება. დარჩენილი 19 კანდიდატიდან ხუთი ისევ ის ადამიანია, ვინც ე.წ. მოსამართლეების კლანმა პარლამენტში გასული წლის დეკემბერში წარადგინა.

სცილა და ქარიბდა კი იმად ვახსენეთ, რომ არსებული მოსამართლეების კორპუსით უზენაეს სასამართლოს ფუნქციონირება უჭირს. არადა, 19 უვადო მოსამართლის დამტკიცების შემთხვევაში მმართველი ძალა არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გაანაწყენებს. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, მოსამართლეების ნაწილის დამტკიცების უფლება 2020 წლის მოწვევის პარლამენტისთვის დაეტოვებინა. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა შესრულდება. წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან ხელისუფლება 10-ზე არის შეჯერებული, თუმცა დეპუტატები მათ გვარებს არა წინასწარ, არამედ უშუალოდ კენჭისყრის წინ შეიტყობენ – ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად.

ციხე - Sputnik საქართველო
როდის შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს

ჩვენი ინფორმაციით, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, როგორებიც არიან თამარ ალანია და შოთა გეწაძე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. უზენაესის მოსამართლეობის დიდი შანსი აქვთ შალვა თადუმაძეს და მამუკა ვასაძეს.

ასევე მოსალოდნელია, დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მიიღონ მერაბ გაბინაშვილმა, მირანდა ერემაძემ და გიორგი მიქაუტაძემ. წინასწარი გასაუბრებისას საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, რაც, მისი აკადემიური ბიოგრაფიიდან გამომდინარე, სულაც არ იყო მოულოდნელი, ასევე ქეთევან ცინცაძე და მაია ვაჩაძე.

ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია – ათივე მოსამართლე გამოვიცნოთ. არც ისაა გამორიცხული, უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი მხოლოდ განსაკუთრებით სანდო 7-8 ადამიანს დაუჭიროს.

დღეს სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომ მოუწოდებს ხელისუფლებას, მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელი რაოდენობის მოსამართლეები დანიშნოს, რათა უზენაესმა სასამართლომ ფუნქციონირება შეძლოს.

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
წავა თუ არა კახი კალაძე ოპოზიციაში?

მოსალოდნელია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრა მაინც დიდი ხმაურით ჩაივლის. თუმცა ხელისუფლება ცდილობს ყველგან საუკეთესო გამოსავალი მოძებნოს. ერთი მხრივ ოპოზიციას გაუჩინოს განცდა, რომ ხელახლა კენჭისყრაზე აბრუნებს პროპორციული არჩევნების შესახებ კანონს, რომელსაც ვერანაირად ვერ მიიღებს, მეორე მხრივ კი დასავლეთს მხოლოდ ზომიერი რაოდენობის მოსამართლეების დანიშვნითა და ამ პროცესის გამჭვირვალეობით დაუმტკიცოს საკუთარი დემოკრატიულობა.

და, მაინც, 12 დეკემბერი, ალბათ, ერთ-ერთი მძიმე დღე იქნება საქართველოს მიმავალი პარლამენტის ისტორიაში...

ყველა ახალი ამბავი
0