თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატების დაჯილდოების მე-17 ცერემონია გაიმართა.
ჟიურიმ დაასახელა გამარჯვებულები რვა ნომინაციაში:
- საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძის „კუბიდონი კრემლის კედელთან"
- საუკეთესო პროზაული კრებული: ზაალ სამადაშვილის „ოსტატთან შეხვედრა"
- საუკეთესო პოეტური კრებული: ზაზა ბიბილაშვილის „ფაზლი"
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: სულხან სალაძის „უცნობი ძველი აჭარა", ნინო ლომაძის „ვაშლის ბაღები"
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: გიორგი მასხარაშვილი „14 კრისტალის თეორია", თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება"
- საუკეთესო პიესა: ალექსანდრე ლორთქიფანიძის „დისტოპიესები"
- საუკეთესო ქართული თარგმანი: ლელა დუმბაძე - ვირჯინია ვულფის „ორლანდო" და ნანა ტონიას ევრიპიდეს „ჰეკაბე".
- სპეციალური პრიზი ლიტერატურაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა მანანა გიგინეიშვილს.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა" 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას" კონკურსი მეშვიდმეტედ ჩატარდა.
ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო მწერლების ათეულშია>>
ლაურეატებმა წელს პრემიები არა ოთხი ათასი ლარის, როგორც ეს უწინ იყო, არამედ ექვსი ათასი ლარის ოდენობით მიიღეს. ამასთან, გამარჯვებულმა ნომინაციაში „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" მიიღო არა რვა, არამედ ათი ათასი ლარი.