15:14 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
შოთა რუსთაველი

ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო მწერლების ათეულშია

© photo: Sputnik /
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (50)
10810

დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის" ავტორია, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო მწერლების სიაში მოხვდა – ასეთია პორტალ Ranker-ის ვერსია.

Ranker-ი ციფრული მედიაკომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც ლოს-ალჯელესში მდებარეობს. ვებ-გვერდზე სხვადასხვა თემებზე მრავალი ინტერნეტ-გამოკითხვა ტარდება. აღსანიშნავია, რომ პორტალს თვეში 49 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

სწორედ ინტერნეტ-გამოკითხვაში შოთა რუსთაველმა დაახლოებით ორი ათასი ხმით მეცხრე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში პირველი ადგილი ინგლისელმა პოეტმა უილიამ შექსპირმა დაიკავა, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ რუსი მწერლები ფიოდორ დოსტოევსკი და ლევ ტოლსტოი. შემდეგ მოდიან ჩარლზ დიკენსი, ჰომეროსი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ჯორჯ ორუელი და ედგარ ალან პო. მეათე ადგილზე კი მარკ ტვენი აღმოჩნდა.

შოთა რუსთაველი (დაახლოებით 1172—1216) XII საუკუნის პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქვეყნოდ ცნობილი პოემა „ვეფხისტყაოსნის" ავტორია.

თემები:
საქართველოს სიამაყე (50)

მთავარი თემები