ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი ევროპარლამენტარებს ხვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის დროშა თბილისში
ევროკავშირის დროშა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაშაძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობა, კორუფცია და ნეპოტიზმი იქნება

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც საქართველოში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებიან, ხვდებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ახალი საქართველოს“ ლიდერებს - გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს და გიორგი ვაშაძეს.

თბილისში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება >>

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა  საარჩევნო კანონმდებლობა, კორუფცია და ნეპოტიზმი იქნება.  მისი თქმით, საუბრის თემა აგრეთვე იქნება 85 კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

„ამ შეხვედრის მთავარი აზრი არის ის, რომ მათ მოვუყვეთ როგორ „ყვავის“ დემოკრატია საქართველოში, რა იყო ის პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა, და გამოიწვია საქართველოს მოქალაქის განრისხება, რადგან მის კონსტიტუციურ უფლებებს შეეხნენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სასტუმრო Sheraton Metechi Palace - Sputnik საქართველო
დღეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მეორე შეხვედრა გაიმართება

აღსანიშნავია, რომ დღეს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ისევ საარჩევნო სისტემა იქნება.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის VIII პლენარული სხდომა თბილისში დღეს გაიხსნა.

მძიმე რეალობა − ხმაური ქუჩაში და „პროპორციულად“ გაძვირებული ცხოვრება... >>

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების დეპუტატები და ევროპარლამენტარები. ფორუმის სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

„ევრონესტის“ სხდომები 10 დეკემბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0