თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ 8 დეკემბრიდან ახალ განრიგზე გადადის, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ცვლილებები შედის ყოველდღიურ, დღეგამოშვებით არსებული ჩქარ, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში.
მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
- ყოველდღიური ჩქარი მატარებელი თბილისი - ბათუმი: 8:00 – 13:00; ბათუმი - თბილისი: 18:00 - 23:00.
- ყოველდღიური ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი: 17:35 სთ - 22:35 სთ; ბათუმი - თბილისი: 07:55 - 12:55 სთ.
- დღეგამოშვებით მოძრავი ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 0:45 საათზე, ბათუმში ჩავა - 5:55 საათზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 0:50 საათზე გავა, თბილისში ჩავა 5:55 საათზე.
მატარებლების განრიგი ზამთრის სეზონის დადგომისთანავე უკვე რამდენიმე წელია იცვლება. ახალი განრიგით მატარებლები ერთი წლის განმავლობაში იმოძრავებენ.