თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ორი ახალგაზრდა დაჭრეს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა შუადღისას დააკავეს.
ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. ორი ახალგაზრდა დაჭრილია, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.