„რუსეთმა მთელ ევროპას საფრანგეთის ტერიტორიიდან შეუტია“ – საქმე შურისძიებაშია

© photo: Sputnik / Александра Масальцева / გადასვლა მედიაბანკშიეიფელის კოშკი
ეიფელის კოშკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლური მასმედია აქტიურად იხილავს სენსაციას: საფრანგეთში აღმოჩენილია რუსული დივერსანტების ბაზა. გაზეთის ანონიმური წყაროები იუწყებიან, რომ რუსულ დაზვერვას ზემო სავოიეში ბაზა ჰქონდა.

ვიქტორ მარახოვსკი

NBC: „რუსი აგენტები ამზადებდნენ დარტყმებს საფრანგეთის ალპებში მკვლელების ბუნაგიდან, ამბობენ დაზვერვის წარმომადგენლები“. The Telegraph: „რუსი ჯაშუშები იყენებდნენ საფრანგეთის ალპებს, როგორც საბაზო ბანაკს ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმისთვის... და ა.შ., წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.

ყველა სათაური იმეორებს ახალთახალ სტატიას, რომელიც ფრანგულ Le Monde-ში დაიბეჭდა. სტატიის არსი ასეთია: გაზეთის ანონიმური წყაროები იტყობინებიან, რომ რუსეთის დაზვერვას ზემო სავოეიში ბაზა ჰქონდა.

2014-2018 წლებში, ანონიმური წყაროს მონაცემებით, იქ იმყოფებოდა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) 15 თანამშრომელი, მათ შორის, პეტროვი და ბოშიროვი. ისინი სავოიედან გადიოდნენ მთელ ევროკავშირში „მკვლელობებისა და საბოტაჟისთვის“. 

ამასთან – მოკრძალებულად დასძენს გაზეთი – დასავლურმა სპეცსამსახურებმა ვერ აღმოაჩინეს და კონფისკაცია ვერ გაუკეთეს „იარაღს ან რაიმე სამხილს“. ასევე ვერ მოხერხდა „მკვლელობებისა და საბოტაჟის“ კვალის გამოვლენა თვით საფრანგეთში. 

ნატოს ჯარისკაცები - Sputnik საქართველო
ექსპერტები: რას მოიგებს რუსეთი ნატოში განხეთქილებით და მოიგებს თუ არა?

სამაგიეროდ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ სწორედ იქიდან განხორციელდა დარტყმა დიდი ბრიტანეთის გულში – სოლსბერიში სკრიპალის მოწამლვა. აქედანვე უტევდნენ ბულგარეთს (სამი ადამიანის საზარელი მოწამლვა 2015-ში, „ნოვიჩოკის“ გამოყენებით, მსხვერპლი არ არის) და მონტენეგროს (გადატრიალების საშინელი მცდელობა, მსხერპლი არ არის, გადატრიალება არ მომხდარა).

საერთო ჯამში, ჩვენ წინაშეა „ჰაილი-ლაიქლის“ ახალი გორგალი, საიდანაც, ერთი შეხედვით, უკვე შეუძლებელია რაიმე ახლის გამოდნობა (გარდა სულ უფრო მწვავე საკითხისა, რა შეიძლება იყოს ეს საშინელი „ნოვიჩოკი“, რომლითაც რუსები წლებია ადამიანებს წამლავენ, მაგრამ რატომღაც არავინ კვდება).

...სინამდვილეში რით არის საინტერესო ეს ყველაფერი. თავისთავად ცნობა, რომ რომელიმე სპეცსამსახურს ჰქონდა ბაზა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ბაზა უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს – ეს არის ახალი ამბავი არაფერზე. „რაიმე სახის სამხილების“ არარსებობის პირობებში მივდივართ ერთ კონსტატაციამდე, რომ ოთხი წლის განმავლობაში რომელიღაც რეგიონს ესტუმრა 15 ადამიანი.

ანუ, ერთი შეხედვით, საერთოდ გაუგებარია, როგორ და ვის წინააღმდეგ შეიძლება ამის გამოყენება. თუმცა არის ნიუანსები.

პირველ რიგში, არავინ მალავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურად დაემთხვა პარიზში ნორმანდიული ფორმატით დაგეგმილ შეხვედრას დონბასის საკითხზე საფრანგეთის, რუსეთის, გერმანიისა და უკრაინის მონაწილეობით.

ამაზე ღიად საუბრობს Deutsche Welle-ს კომენტარში ექსპერტი პრაღის ბუნდოვანი, მაგრამ ავტორიტეტული არაკომერციული „ცენტრიდან“, რომელიც ევროკომისიიდან ფინანსდება: „ინფორმაციის გაჟონვა შეიძლება იყოს პირდაპირი სიგნალი კრემლისთვის. არა მგონია, ეს დამთხვევა იყოს“.  

ნატოს დროშა - Sputnik საქართველო
ნატოს საიუბილეო სამიტი: რაზე ილაპარაკეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა

მეორეც, იმავე გამოცემის ვერსიით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბოლო დროს აქტიურად ცდილობს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას და ნორმალური თანამშრომლობის აღდგენას.

თუმცა ახლა ფრანგულმა გამოცემამ „უნდა გამოხატოს პროტესტი და გამოაძევოს რუსი დიპლომატები“. და ეს იქნება „მაკრონის კოზირი“, ვინაიდან ამით „ის აჩვენებს, რომ საფრანგეთი გულუბრყვილო არ არის“.

მარტივად რომ ვთქვათ, მაკრონზე ამჟამად აქტიურ ზეწოლას ახდენენ, რათა მან დონბასის საკითხზე მშვიდობიანი მოლაპარაკების ნაცვლად რუსი დიპლომატები გამოაძევოს, სკანდალი ატეხოს და რუსეთთან დაახლოების პროცესი ჩაშალოს.

ნამდვილი მამაკაცებიც ხომ მხოლოდ ასე იქცევიან, რუსეთი ხომ მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ალბათ, სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტია ინფორმაციული თავდასხმის მთავარი სამიზნე და სავარაუდო მსხვერპლი.

მით უმეტეს, რომ Le Monde უკვე დიდი ხანია, მაკრონზე ნადირობს – ისევე „უყვარს“ ის, როგორც New York Times-ს დონალდ ტრამპი. ფრანგულ ვარიანტში პრეზიდენტისადმი გამოცემის ასეთი დამოკიდებულება ალბათ უფრო ძლიერია, ვინაიდან აქ პირადი ვენდეტა იკვეთება.

საქმე ისაა, რომ Le Monde-ის საკონტროლო პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მფლობელი ვინმე მატიე პიგასია.

უფრო სწორად, ის ჩვენთვისაა „ვინმე“. საფრანგეთში კი მის ტრაგიკულ ბედს უკვე მრავალი წელია ინტერესით ადევნებენ თვალს. თავის დროზე იგი ბანკ Lazard-ის ყველაზე ახალგაზრდა მმართველი პარტნიორი იყო, ისევე, როგორც მაკრონი გახდა მოგვიანებით ყველაზე ახალგაზრდა როტშილდთან. 

აშშ მოკავშირეებს კარგავს ლონდონში ნატო-ს სამიტის წინ   - Sputnik საქართველო
აშშ მოკავშირეებს კარგავს ლონდონში ნატოს სამიტის წინ – ვიდეო

ფრანგული პრესა დიდი ხანია საუბრობს ორი ვუნდერკინდის სასტიკ დაპირისპირებაზე. მოკლედ თუ ვიტყვით: შორეულ 2010-ში მაკრონი ცდილობდა პიგასის განდევნას Le Monde-დან, მაგრამ პიგასმა გაიმარჯვა. პიგასი, თავის მხრივ, 2012-ში გეგმავდა, გამხდარიყო ფინანსური გურუ სოციალისტ პრეზიდენტ ოლანდთან, მაგრამ არჩევნებში მაკრონმა გაიმარჯვა და ა.შ.

საერთო ჯამში, ჩვენ წინაშეა ორი თანაბრად პატივსაცემი სახლის – როტშილდისა და ლაზარის ახალგაზრდა და ენერგიული ბანკირების შესახებ უგრძესი საგის კიდევ ერთი ეპიზოდი – შურისძიება, ამბიციები, ინტრიგები.

ამ ბრძოლაში მოწინააღმდეგეები ხელიდან არ უშვებენ ერთი-მეორისთვის დარტყმის მიყენების არც ერთ შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში კი სასიამოვნო სასარგებლოს ერწყმის. ევროკავშირის წრეები დაინტერესებული არიან, არ დაუშვან მაკრონის, როგორც პრეზიდენტის გაძლიერება მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის გზით, Le Monde-ის გამომცემლები კი დაინტერესებული არიან, შეასუსტონ მაკრონი, როგორც პოლიტიკოსი.

ხოლო ის ფაქტი, რომ შიდაევროპულ ბრძოლებში სულ უფრო ხშირად იყენებენ ერთსა და იმავე მეთოდს, ალბათ ევროპელი ინტრიგანების პროფესიონალიზმის შესუსტებაზე მეტყველებს.

ყველა ახალი ამბავი
0