ნატოს საიუბილეო სამიტი: რაზე ილაპარაკეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა

© photo: Sputnik / Stringerნატოს დროშა
ნატოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ექსპერტი ვლადიმირ ევსეევი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის მთავარ შედეგებს მიმოიხილავს

თურქეთის პრობლემის გამო შიდა უთანხმოების ზრდა, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების აგება, სამხედრო ხარჯების დონე, ალიანსის შემდგომი გაფართოება და მისი მონაწილეობა სხვადასხვა მისიებში, პირველ რიგში, ავღანეთში — ეს 4 დეკემბერს ლონდონში გამართული ნატოს სამიტის ძირითადი თემებია.

მაკრონი და ნატო

განსახილველ თემებს სიმწვავე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შემატა. მან ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატომ „სრულად დაკარგა კოორდინაცია მოკაშირეებს შორის, რაც შეიძლება „ტვინის სიკვდილად“ შეფასდეს“. ეს განაცხადი უარყოფითად აღიქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიიფ ერდოღანმაც და რაღა თქმა უნდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. მათ არ გაიზიარეს ესოდენ მკვეთრი შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ტრამპმა ნატოს მოძველებული ინსტიტუტი უწოდა.

ნატო თავდაცვის ხარჯებს ზრდის. აპირებს თუ არა რუსეთი ჩაერთოს შეიარაღებაში? - ვიდეო - Sputnik საქართველო
ნატო თავდაცვის ხარჯებს ზრდის. აპირებს თუ არა რუსეთი ჩაერთოს შეიარაღებაში? – ვიდეო

არანაკლები ნეგატივი გამოიწვია ანკარაში მაკრონის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ თურქეთს არ უნდა ჰქონდეს ნატოს მხარდაჭერის იმედი მას შემდეგ, რაც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ წამოიწყო. ამასთან დაკავშირებით ერდოღანმა მას „თურქეთის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ“ მოუწოდა.

ნატო და თურქეთი

უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს შიგნით თურქეთისადმი ყოველთვის ფრთხილი დამოკიდებულება არსებობდა, მათ შორის ალიანსის სხვა წევრთან, საბერძნეთთან დაპირისპირების გამოც. ანკარა, რომელიც არასდროს აყენებდა ეჭვქვეშ თავის წევრობას ალიანსში, დროდადრო ეწინააღმდეგებოდა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივ მოქმედებებს . მაგალითად, 2003 წელს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. მაშინ ანკარამ აუკრძალა საერთაშორისო კოალიციურ ძალებს, გამოეყენებინათ მისი ტერიტორია.

სირიის პრობლემამ მხოლოდ გაამწვავა ეს პრობლემა. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 20120 წელს თურქეთმა, თითქოს სირიის სარაკეტო საფრთხისგან თავის დასაცავად, მოითხოვა აემოქმედებინათ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ.  აშშ, გერმანია და ნიდერლანდები იძულებულები იყვნენ, განეთავსებინათ თურქეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი. ქვეყნიდან ის 2015 წლის ოქტომბერში გაიყვანეს, მიუხედავად ანკარის ჯიუტი თხოვნებისა.

ახლა აშშ განიხილავს თურქეთიდან 50 ტაქტიკური ბირთვული იარაღის გატანას, რომლებიც ჯერ ისევ არის განთავსებული ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე და რომლებსაც ალიანსი საბრძოლო მოქმედებების სტრატეგიული დაგეგმარებისთვის ითვალისწინებდა. ამასთან, ამერიკელებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს თურქეთს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეძენაში. 

აშშ მოკავშირეებს კარგავს ლონდონში ნატო-ს სამიტის წინ   - Sputnik საქართველო
აშშ მოკავშირეებს კარგავს ლონდონში ნატოს სამიტის წინ – ვიდეო

„მშვიდობის წყაროს“ დაწყებით, თურქეთმა აიძულა აშშ, გაეყვანა სირიიდან თავისი სამხედრო ქვედანაყოფები, რამაც სერიოზულად გააუარესა ვაშინგტონისა და „დემოკრატიული სირიის ძალების“ პროქურთულ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, ამერიკელები განაგრძობენ სირიელი ქურთებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას და ურთიერთქმედებენ სირიის შეიარაღებულ ფორმირებებთან პროვინცია დეირ-ეზ-ზორის აღმოსავლეთ ნაწილში. მაგრამ სირიაში მათი გავლენის ზონა არსებითად შემცირდა, რაზეც პასუხისმგებელი, ვაშინგტონის აზრით, თურქეთია.

უფრო მეტიც, სამიტის წინა დღეს პრეზიდენტმა ერდოღანმა ალიანსის ხელმძღვანელობას პირდაპირი გაგებით შანტაჟი მოუწყო. მისმა წარმომადგენელმა ორგანიზაციაში ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის დაცვის გეგმა დაბლოკა, და მოითხოვა, ქურთული სახალხო თავდაცვის რაზმები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინათ.  

თუმცა სამიტზე ბალტიისა და პოლონეთის თავდაცვის გეგმები მაინც შეთანხმდა — თურქეთსა და ქურთებზე კი ცალკე განხილვა გადაწყდა.

ნატოს სამხედრო ხარჯების შესახებ

მწვავე დისკუსია საიუბილეო სამიტზე სამხედრო ხარჯების რაოდენობის საკითხმა გამოიწვია.

დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ აშშ-ს აკისრია ძირითადი ფინანსური ტვირთი ნატოს შენახვის თვალსაზრისით. ასე მაგალითად, თუ მის ქვეყანაში სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3,4%-ს შეადგენს, გერმანიასა და საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 1,2%-ია. საშუალო ვადიან პერსპექტივაში ალიანსის წევრი ქვეყნები დაპირებულ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე გასვლას გეგმავენ, მაგრამ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა, რომ ვერ გარისკავს შიდა სტაბილურობით, განსაკუთრებით ახლო და შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკიდან განგრძობადი მიგრაციის პირობებში. 

ტრამპმა და ერდოღანმა გადაწყვიტეს არ იჩხუბონ რუსული C−400−ების გამო - Sputnik საქართველო
ტრამპმა და ერდოღანმა გადაწყვიტეს არ იჩხუბონ რუსული C-400-ების გამო

სოციალური ვალდებულებების შეუსრულებლობას უკვე მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში. პარალელურად ევროპაში მიდის დისკუსიები საკუთარი არმიის შექმნის აუცილებლობაზე.

მაგრამ საბოლოოდ დაგეგმილია, რომ 2020 წელს ნატოს ქვეყნების სუმარული თავდაცვითი ხარჯები 130 მლრდ დოლარით გაიზრდება, ხოლო 2024 წლისთვის — 400 მილიარდით (2016 წელთან შედარებით). ანუ, საერთო სამხედრო ხარჯები მომავალ წელს დაახლოებით 1,4 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ჩინეთი, რუსეთი და შეიარაღებაზე კონტროლი

წინააღმდეგობა ევროპაში (განსაკუთრებით გერმანიაში) აშშ-ის გეგმებს იწვევს საშუალო სიშორის რაკეტების განთავსების თაობაზე. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ვაშინგტონი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გავიდა. სამიტის მსვლელობისას ტრამპმა პირობა დადო, რომ ამ სფეროში ახალი შეთანხმების დასადებად მოსკოვთან კონსულტაციებს დაიწყებს.

მთლიანობაში ნატოს შიგნით რუსეთისადმი დამოკიდებულების საკითხზე უთანხმოება ძლიერდება. თუ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები მოსკოვს უფრთხიან და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალ გარანტიებს მოითხოვენ, ბევრი სხვა სახელმწიფო, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ჩათვლით, სამხედრო დაძაბულობის შესუსტებითა და რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებითაა დაინტერესებული.

მოულოდნელად ამგვარ პოზიციას მხარი დაუჭირეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

„[რუსეთი] ნატოს ყველაზე დიდი მეზობელია და ასეთად რჩება. მნიშვნელოვანია მოსკოვის შეკავებასთან დიალოგის შერწყმა“, — დააზუსტა ალიანსის გენმდივანმა.

ნატოს პოტენციურ გამოწვევად ჩინეთი პირველად სწორედ ამ სამიტზე დასახელდა. 

ნატოს ალამი - Sputnik საქართველო
„ნატოს ზეწოლა“: საფრანგეთი ევროპული სამხედრო ინსტრუმენტის შექმნის მომხრეა

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის აღზევება აჩენს როგორც პრობლემებს, ისე ახალ შესაძლებლობებს.

„ჩინეთი აქტიურად დებს ინვესტიციებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებში და დღეს მოცულობით მეორე სამხედრო ბიუჯეტი აქვს მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ. ცოტა ხნის წინ ამ ქვეყანამ ახალი სამხედრო შესაძლებლობები შეიძინა, ბირთვული შეიარაღების ახალი სახეობების ჩათვლით. ამას ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ“, — განაცხადა მან.

რა შეიძლება კიდევ ითქვას? რა თქმა უნდა, მთლიანობაში აშშ ინარჩუნებს კონტროლს ნატოზე. წარმატებით ვითარდება ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში შესვლის პროცესი. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ასევე დაამტკიცეს კოსმოსი ალიანსის ოპერატიული მოღვაწეობის მეხუთე სფეროდ და განზრახული აქვთ, გაზარდონ ტექნოლოგიური პოტენციალი კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების აღსაკვეთად.

ყველა ახალი ამბავი
0