მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ნატოს ზეწოლა“: საფრანგეთი ევროპული სამხედრო ინსტრუმენტის შექმნის მომხრეა

© REUTERS / Ints Kalninsნატოს ალამი
ნატოს ალამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს მიაჩნია, რომ ევროპის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შექმნან სამხედრო ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიმძლავრეებს შეესაბამება.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მოახვიოს ნატოელ მოკავშირეებს თავისი წარმოების შეიარაღება, განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორანს პარლიმ გაზეთ Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში.

„არ შეიძლება დავუშვათ ვაშინგტონის ზეწოლა ნატოს წესდების მეხუთე მუხლით, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს დაიცვან სოლიდარობა, რაც მათ ამერიკული იარაღის ყიდვას აიძულებს“, — განაცხადა პარლიმ.
ნატო-ს დროშა - Sputnik საქართველო
ნატოს ლონდონის სამიტის მოლოდინში: რა ბედი ელის ალიანსს

აღიარა რა, რომ შეერთებული შტატები ნატოს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავად მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უშიშროებაზე.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპას „ჯერ არ გააჩნია სამხედრო მექანიზმები, რომლებიც მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიმძლავრეებს შეესაბამება“.

„ნატო არასდროს იქნება ჩვენი სუვერენიტეტის ინსტრუმენტი, ის თავად ევროპელებმა უნდა ავაგოთ. სუვერენულმა ევროპამ და ნატომ ერთმანეთი უნდა განამტკიცონ“, — დაამატა ფლორანს პარლიმ.

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ უშიშროების უზრუნველყოფა ევროპაში შეუძლებელია რუსეთთან დიალოგის გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0