თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ტარიელ თურმანიძე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაკავებულის ადვოკატის, ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ტარიელ თურმანიძე მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ბათუმში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, ზაზა პაპიძე ვარაუდობს, რომ საუბარია 1000 ლარის ოდენობით ქრთამზე.
ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში გადაჰყავთ და სასამართლო პროცესიც თბილისში გაიმართება.