თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტ-ბაკალავრმა ვასიმ დაუადიმ ამოხსნა თავსატეხი, რომელსაც მევნიერებმა ახსნა მთელი ასი წლის განმავლობაში ვერ მოუძებნეს, იუწყება გამოცემა Neue Züricher Zeitung-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაუადიმ გაარკვია, რატომ რჩება ჰაერის ბუშტი უძრავად სითხით სავსე ვერტიკალურ ვიწრო მილში და რატომ არ ამოდის ზემოთ, როგორც ეს მინერალური წყლის ბოთლის გახსნისას ხდება.
აღმოჩნდა, რომ ბუშტი მილს კი არ ეკვრის, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ, არამედ უკიდურესად ნელა მოძრაობს და ამიტომ ამის დანახვა შეუიარარებელი თვალით შეუძლებელია.
გარდა ამისა, სტუდენტმა ბუშტსა და სითხეს შორის ულტრათხელი ფენა შეამჩნია, რომლის ზომაც მილიმეტრის მემილიონედ წილს შეადგენს. აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი მახასიათებლები განსაზღვრავს, აიწევს თუ არა ჰაერის ბუშტი სითხეში ზევით.
ახალი აღმოჩენის საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს შესაძლებელს გახდის იმ ფენომენის შესწავლას, რომელიც სითხეების მოძრაობის შედეგად ნანოდიაპაზონში წარმოიქმნება.