ნატო სამხედრო ბიუჯეტის ზრდას განაგრძობს

© photo: Sputnik / Stringerნატო-ს დროშა
ნატო-ს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვისთვის 400 მილიარდ დოლარიანი ნიშნული 2024 წლისთვის საბოლოო არ იქნება და თანხა უნდა გაიზარდოს, მიიჩნევენ ნატო-ში

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ნატო-ს ქვეყნების ლიდერებმა ლონდონის სამიტზე მოილაპარაკეს, რომ 400 მილიარდი დოლარის მოცულობის თავდაცვითი ხარჯი ზღვარი არ იქნება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„ყველანი შევთანხმდით, რომ თავდაცვითი ხარჯების სფეროში უფრო მეტი უნდა ვაკეთოთ. ჩვენ ვაღიარებთ უზარმაზარ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. მაგრამ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ დამატებითი ძალისხმევის საჭიროებაზე, განსაკუთრებით იმაზე, რომ თავდაცვაზე მშპ-ს არანაკლებ 2 პროცენტისა უნდა გამოიყოს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციაზე.

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს წევრი გახდება, მაგრამ ზუსტი დრო უცნობია

მისი თქმით, ევროპა და კანადა დამატებით 130 მილიარდ დოლარს შეიტანენ, ხოლო 2024 წლის ბოლოსათვის ეს ციფრი 400 მილიარდამდე გაიზრდება. თუმცა ნატო-ს ქვეყნების ლიდერები აღნიშნავენ, რომ შეუძლიათ და გააკეთებენ უფრო მეტს, აღნიშნა მან.

ამასთან, სამიტის დასკვნით დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო - თავდაცვითი ალიანსია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამიტომ ძალების მზადყოფნის ამაღლება ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიმართულებიდან საფრთხის აღსაკვეთად არის საჭირო, ნათქვამია დოკუმენტში.

თავად ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო მზად არის დიალოგისთვის „ძლიერი შეკავების“ პოზიციიდან, მაგრამ ამავე დროს ღია რჩება კონსტრუქციული დიალოგისთვის. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ალიანსის ქვეყნების ლიდერები დათანხმდნენ მომავალში ჩართონ ჩინეთი შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ შეთანხმებებში.

ყველა ახალი ამბავი
0