მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს წევრი გახდება, მაგრამ ზუსტი დრო უცნობია

© photo: Sputnikიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული განცხადება ნატოს გენმდივანმა ლონდონში გამართულ სადისკუსიო ფორუმზე გააკეთა, სადაც ნატოს-წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი უნდა გაიმართოს.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ნატო არ ადგენს რაიმე გარკვეულ ვადებს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის, თუმცა ადასტურებს ამ პერსპექტივას, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

აღნიშნული განცხადება ნატოს გენმდივანმა ლონდონში გამართულ სადისკუსიო ფორუმზე გააკეთა, სადაც ნატოს-წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი უნდა გაიმართოს. მისი გამოსვლის ტრანსლაცია ალიანსის პრესსამსახურმა განახორციელა.

​„ნატომ ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამავდროულად, ჩვენ არ ვადგენთ ზუსტ ვადებს. ახლა ჩვენ იმაზე ვართ კოორდინირებულები, როგორ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.  „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.



ყველა ახალი ამბავი
0