კომპრომისის მცდელობა: ოპოზიცია პარლამენტს არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება, დაარწმუნოს საპარლამენტო უმრავლესობა, 2020 წლის არჩევნები „გერმანულ მოდელთან“ მიახლოებული სისტემით ჩაატარონ

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. 30 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტი, რომელიც ე.წ. „გერმანულ მოდელს“ ეფუძნება, იუწყება პირველი არხი.

კომპრომისები არ იქნება - „ქართული ოცნება“ არჩევნებზე გადაწყვეტილებას არ შეცვლის >>

პროექტი ოპოზიციამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ შეიმუშავა. ოპოზიციამ მანამდეც წარადგინა „გერმანული მოდელის“ საფუძველზე შემუშავებული არჩევნების პროექტი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით იყო ორგანიზებული.

რა წინადადებით გამოდის ოპოზიცია

ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანას.

ავტორები შერეული სისტემის დატოვების და ამავდროულად პარლამენტში ადგილების გადანაწილების პრინციპის შეცვლის წინადადებით გამოდიან.

მოქმედი რედაქციით, 77 მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, 73 – კონკრეტულ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, რომლებიც თავიანთ ერთმანდატიან ოლქებში ხმათა 50 პროცენტზე მეტს მოიპოვებენ.

ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს 73 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას ერთმანდატიანის ნაცვლად მრავალმანდატიან ოლქებში.

ამასთან, ამომრჩევლები ყოველ ოლქში აირჩევენ ერთ კანდიდატს, მაგრამ პარლამენტში ერთი ოლქიდან მოხვდება რამდენიმე კანდიდატი, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. მათი რაოდენობა (6, 7 ან 8) დამოკიდებული იქნება ოლქის სიდიდეზე.

შემოთავაზებული მოდელით იცვლება ასევე პარტიული სიებით ადგილების გადანაწილების პრინციპი. მოქმედი ვერსიით, პარტიები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, პროპორციულად ინაწილებენ 77 ადგილს პარლამენტში. ოპოზიცია კი ხელისუფლებას სთავაზობს ადგილების განაწილებას შემდეგი სისტემით: ჯერ დაითვლიან, რამდენი ადგილი მოაგროვა პარტიამ ოლქებში კენჭისყრის შედეგად, შემდეგ – პარტიული სიებით მიღებული ხმების რაოდენობას.

მამუკა ხაზარაძე საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ - რა მოხდება მომავალში

ამასთან, პარტიები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, გაინაწილებენ 150 ადგილს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ადგილები შეივსება ოლქებში პარტიების მიერ გაყვანილი კანდიდატების რაოდენობის მიხედვით.

ასე მაგალითად, თუ პარტია კენჭისყრის შედეგად მიიღებს უფრო მეტ ადგილს კანდიდატებისთვის, ვიდრე პარტიებისთვის კენჭისყრის შედეგად, იგი შეძლებს ერთი კანდიდატის გაყვანას პარტიული სიით.

მაგრამ თუ ის უფრო მეტ ადგილს მიიღებს პარტიული სიით, ვიდრე მაჟორიტარულით, მას უფლება ექნება, შეავსოს ადგილები პარტიული სიიდან.

ხელისუფლება წინააღმდეგია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ინიციატივაზე საუბრისას ნათლად მიანიშნა, რომ მმართველი პარტია ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

 „ოპოზიციის ამ ნაწილს სურს, თავისი მხარდამჭერების წინაშე სახე შეინარჩუნოს და გარკვეულწილად ეს არის ამის მცდელობა, რადგან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ელჩები, რომელსაც ესწრებოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ვენეციის კომისია, კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი და არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, სპიკერმა ოპოზიციას მოუწოდა, დაიწყონ მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის.

„მე კიდევ ერთხელ ვთხოვ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვისაც, რა თქმა უნდა, აქვს ინტერესი, ამ საკითხზე გავაგრძელოთ საუბარი, დავსხდეთ მაგიდასთან, მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისათვის. საუბარი ყოველთვის საჭიროა, საუბარი საჭიროა რეალურ საკითხებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციის ინიციატივა პარლამენტის უახლოეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, შემდეგ კი განსახილველად და კენჭისყრაზე იქნება გამოტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0