22:28 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
186 0 0

მმართველი პრტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ შეცვლიან გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების სისტემის შესახებ.

 

თბილისი, 16 ნოემბერი  - Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევები შერეული სიტემით ჩატარდება, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწიებული - განაცხადეს მმართველი პარტიის ლიდერებმა შაბათს გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს ჩააგდო საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შესახებ კანოპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წელს. ჩავარდნის მიზეზი გახდა მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილის პროტესტი.

კანოპროექტის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გაერთიანდა და თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, დროებითი მთავრობის პირობებში. პარასკევს საღამოს, მათ მმართველ ძალას, მათი აზრით კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს - ე.წ. „გერმანული მოდელი“, რომელიც ოპოზიციის აზრით არ მოითხოვს ცვლილებების შეტანას კონსტიტუციაში.

კერძოდ, არჩევების ჩატარების გერმანული მოდელი ნიშავს მაჟორიტარული არჩევების ჩატარებას, რომლის შედეგები დაითვლება პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების მიხდვით.

„ჩვენ განვიხილეთ წინადადება, მაგრამ  „გერმანული მოდელი“ არ შეესაბამება კონსტიტუციას, რომელიც დღეს გვაქვს და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელიც აუცილებელია საქართველოს კონტიტუციაში ცვლილებების მისაღებად და ამ სისტემით არჩევნების ჩასატარებლად“ - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა პარტიებს დაიწყონ სამზადისი 2020 წლის არჩევნებისათვის.

კობახიძის თქმით, მას მერე, რაც პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს ბიუჯეტს, მმართველი პარტია დაიწყებს აქტიურ მზადებას არჩევნებისათვის.

ამასთან, კობახიძემ და ვოლსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კოდექსი შეიცვლება ეუთოს დამკვირვებელთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ამასთან პარტიის არც ერთი ლიდერი არ ამბობს, როდის შევა ცვლილებების კანოპროექტი პარლამეტში.

ამავე დროს, გია ვოლსკიმ არ გამორიცხა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამჯერად ამის არც პოლიტიკური და არც საკანომდებლო წინაპირობა არ არსებობს.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები