საქართველო ჰააგის სასამართლოში საკუთარ კანდიდატს პირველად წარადგენს

გამოწერა
საქართველოს მსგავსად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით კიდევ 16 ევროპული სახელმწიფო დაასახელებს საკუთარ კანდიდატს

 

თბილისი,  3 დეკემბერი  — Sputnik.  საქართველო 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საკუთარ კანდიდატს წამოაყენებს, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

ჰააგის სასამართლოში ექვს ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეების არჩევნები მომავალი წლის დეკემბერში გაიმართება. მათგან ერთმა  აღმოსავლეთ ევროპა უნდა წარმოადგინოს, რამდენადაც ჩეხეთიდან არჩეული  მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გადის. საქართველო კანდიდატს სწორედ ამ პოზიციაზე წამოაყენებს. 

ჰააგის სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სასამართლოს წარმომადგენელი გახდა

 „საქართველო ჰააგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატს წამოაყენებს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უნდა იყოს არჩეული. იმედი მაქვს, რომ 2020 წლის დეკემბერში საქართველო პირველად თავის ისტორიაში შეძლებს ჰააგის სასამართლოში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით პიზიცია დაიკავოს“, –განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ–სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაში მონაწილეობს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექვსი ახალი მოსამართლის არჩევნები 2020 წელს ორგანიზაციის მე–19 ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. მასში 123 სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას.

მოსამართლეებს შორის კონკურსი ეროვნულ დონეზე რომის სტატუტისა და ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების სრული შესაბამისობით გაიმართება. საქართველოსთან ერთად, საკუთარი კანდიდატებს დაასახელებს ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩერნოგორია, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

 

ყველა ახალი ამბავი
0