მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ესტონეთი ნატოს კიბერუსაფრთხოების მასშტაბურ სწავლებებს მასპინძლობს

© Photo: courtesy of Politkuhnyaკიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის ესტონეთის კიბერ-ცენტრის შტატი 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის და მის მუშაობაში მუდმივად ჩართულია 25 ქვეყნის წარმომადგენელი.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ტალინში დღეს ნატოს მასშტაბური კიბერ-სწავლებები Cyber Coalition 2019 დაიწყო, იუწყება „Sputnik–ესტონეთი“. 

ნატოს ალამი - Sputnik საქართველო
„ნატოს ზეწოლა“: საფრანგეთი ევროპული სამხედრო ინსტრუმენტის შექმნის მომხრეა

სწავლებებში, რომელიც 6 დეკემბრამდე გასტანს, მონაწილეობას მიიღებს ნატოს 27 წევრი (29-დან) და ასევე ალიანსის ექვსი პარტნიორი ქვეყანა: იაპონია, ალჟირი, ავსტრია, ფინეთი, ირლანდია და შვედეთი.

სულ სწავლებებში შვიდასამდე სპეციალისტი იქნება ჩართული. მისი მსვლელობისას გათამაშდება კიბერშეტევის რეალობასთან მიახლოებული სცენარი, რათა სწავლების მონაწილეებმა სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების დაცვის მექანიზმები დაამუშაონ.

აღსანიშნავია, რომ ალიანსის კიბერ-ცენტრი ესტონეთის დედაქალაქში 2008 წელს ამოქმედდა. დღეისათვის კიბერ-ცენტრის შტატი 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის და მის მუშაობაში მუდმივად არის ჩართული 25 ქვეყნის წარმომადგენელი. ესტონეთში, რომელიც 2004 წლიდან არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, Cyber Coalition-ის სწავლებები უკვე მეშვიდედ იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0