მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მილი მეჯლისში თვითდათხოვნის ინიციატივაზე მსჯელობენ

© photo: Sputnik / Murad Orujev / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანის მილი მეჯლისი
აზერბაიჯანის მილი მეჯლისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“ პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივის შესახებ 28 ნოემბერს განაცხადა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“ დღეს მილი მეჯლისში პარლამენტის დათხოვნის ინიციატივაზე მსჯელობას იწყებს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“. 

აზერბაიჯანის მილი მეჯლისი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის პარლამენტი 2 დეკემბერს დათხოვნის შესახებ განცხადებას გაავრცელებს

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ავტორი თავად მმართველი პარტიაა, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნა „ენი აზერბაიჯანის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე წამოაყენა 28 ნოემბერს. ინიციატივას მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.

მილი მეჯლისის სპიკერმა ოგთაი ასადოვმა სხდომის გახსნისას აღნიშნა, რომ დიდი სიმპათიით ეკიდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გატარებულ რეფორმებს, რამაც წამოჭრა კიდეც პარლამენტის განახლების აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე შეიქმნა რედაქცია პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების მოსამზადებლად და ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად.

ასადოვის თქმით, რედაქციაში შევიდნენ მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე ბაჰარ მურადოვა, დეპუტატები ალი ჰუსეინლი, ფაზაილ იბრაჰიმლი, საჰიბა გაფაროვა, სამედ სეიდოვი.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ სიავუშ ნოვრუზოვმა, თავის მხრივ, დამოუკიდებელ და ასევე სხვა პარტიების წარმომადგენელ დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის ინიციატივას პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0