აზერბაიჯანის პარლამენტი 2 დეკემბერს დათხოვნის შესახებ განცხადებას გაავრცელებს

© photo: Sputnik / Murad Orujev / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანის მილი მეჯლისი
აზერბაიჯანის მილი მეჯლისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამინდელ პარლამენტში მმართველ პარტიას 125-დან 71 მანდატი ეკუთვნის, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას მხარს დაუჭერს და თავად დაიშლება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის მილი მეჯლისი დათხოვნის შესახებ განცხადებას 2 დეკემბერს გაავრცელებს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის" წყარომ პარლამენტში.

ხუთშაბათს, 28 ნოემბერს მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოითქვა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მილი მეჯლისის მმართველი პარტიის დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავენ თხოვნით – დაითხოვოს პარლამენტი.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სხდომა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის მმართველი პარტია პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით გამოდის

„2 დეკემბერს გაიმართება მილი მეჯლისის საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება პარლამენტის დათხოვნის საკითხი. დეპუტატების უმრავლესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან, ამიტომ მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანო თავად დაიშლება", – განუცხადა სააგენტოს წყარომ.

პარტიული გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი შემადგენლობა არ შეესაბამება ქვეყნის პოლიტიკას. ეს ხელს შეუწყობს ასევე მიმდინარე საკადრო რეფორმებს.

აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0