რა მოხდა პანკისის ხეობაში: პოლიციამ მკვლელობა გახსნა

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცრაზმის თანამშრომელი
სპეცრაზმის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში დაპირისპირება ორ ოჯახს, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის 27 ნოემბერს მოხდა. დაპირისპირებისას ერთი პირი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 37 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში დაპირისპირება ორ ოჯახს, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის 27 ნოემბერს მოხდა. დაპირისპირებისას ერთი პირი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

უწყების ცნობით, დაკავებულია ორი პირი - 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში: ერთი მოკლული და ოთხი დაჭრილი >>

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ინტერპოლით ძებნილი პანკისის მკვიდრი მურად ქავთარაშვილია. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იძებნება ქავთარაშვილი, უცნობია.

ადგილობრივები ურთიერთშელაპარაკების ორ მიზეზს ასახელებენ, პირველია - პანკისში ჰესის მშენებლობა, ხოლო მეორე ვერსიად კი ზემოთ ხსენებულ ორ ოჯახს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რაც კონფლიქტის მუდმივი მიზეზი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0