და კვლავ ლობიო: ახალგაზრდა აქტივისტები ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას აპროტესტებენ

© Sputnik / Shota Nozadzeოპოზიციის აქტივისტებმა თბილისის საქალაქო სასმართლოსთან ლობიო დათესეს
ოპოზიციის აქტივისტებმა თბილისის საქალაქო სასმართლოსთან ლობიო დათესეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს და ჰაერში აყარეს, შემდეგ კი სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვა სცადეს, მაგრამ მანდატურებმა მათ ხელი შეუშალეს და პერფორმანსი ჭიშქრის გარეთ გაიმართა

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დღეს „უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრებმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

ლაშა ჩხარტიშვილი - Sputnik საქართველო
აქციაზე დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმეს

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მან ლობიო ჰაერში აყარა და რამდენიმე მარცვალი პოლიციელებს მოხვდა. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს და ჰაერში აყარეს.

„ლაშა ჩხარტიშვილი დააპატიმრეს, რადგან მან რამდენიმე მარცვალი ლობიო აყარა ჰაერში. ვფიქრობთ, ეს არის პრეცედენტული საქმე მსოფლიო სამართალში, არ არსებობს მსგავსი საქმე. ეს შევა ისტორიაში, როგორც ლობიოს საქმე. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, იცავს ადამიანების უფლებებს, იჭერენ“, - პირველი არხის ეთერში განაცხადა „უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნიკა მემანიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
რატომ იყო სალომე ზურაბიშვილი სალობიეში და ვისთან ერთად იმყოფებოდა იქ – ფოტოები

აქციის მონაწილეები ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ლეობორისტულმა პარტიამ“ ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. დღესვე საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და სასამართლოს ეზოს გარეთ სიმბოლურად ლობიო დათესეს. 

„ეს ქვეყანა და სასამართლო სალობიედ არის გადაქცეული. მოვიტანეთ ლობიო, რომ დავთესოთ აქ. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ "ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს ლობიოს ჰაერში აყრის გამო და სიმბოლურად გადავწყვიტეთ, რომ დავთესოთ ლობიო", - განაცხადა მოძრაობის აქტივისტმა მამუკა ჯუღელმა.

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდება გახდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

რაც შეეხება „ლობიოს“ თემას, ის ქართულ მედიაში 25 ნოემბერს გაშუქდა. იმ დროს, როდესაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართებოდა, იქვე ახლოს, მაჩაბელის ქუჩაზე მდებარე სალობიეში ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახშმობდა. პრეზიდენტთან ერთად ივახშ­მა ლია ვოდე-გო­გი­ტი­ძემ, ქართველმა ემიგრანტმა, რომელსაც საქართველოსთვის არაერთი უნიკალური საკოლექციო ექსპონატი აქვს გადმოცემული. ზურაბიშვილს პოლიციის კორდონის გავლით მოუწია სალობიეს დატოვება. სალობიედან გამოსულს მას დახ­ვდნენ მომიტინგეები, რომლებმაც ის შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­ა­ცი­ლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0