აქციაზე დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმეს

© photo: Lasha Chkhartishvili / FBლაშა ჩხარტიშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეიბორისტული პარტიის აქტიური წევრი დღეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ გამართულ აქციაზე ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სასამართლოდან გააძევა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჩხარტიშვილი დღეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ გამართულ აქციაზე ხუთ სხვა დემონსტრანტთან ერთად დააკავეს.

მას ბრალი ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხარტიშვილმა ჯერ მოსამართლის აცილება მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, მისი მოსამართლე მიკერძოებული იყო და აქციის წარმომადგენლების მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებდა.

ლაშა ჩხარტიშვილი აქციაზე - Sputnik საქართველო
დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი დემონსტრანტი დააკავეს

ამას მოსამართლესა და ჩხარტიშვილს შორის შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ ბრალდებული ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი მისი გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო.

თბილისის პარლამენტის შენობასთან დღეს დილიდან აქციის გასამართად რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოიყარა თავი. მოგვიანებით დემონსტრანტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ლიდერობით ეროვნული ბიბლიოთეკის შენობისკენ გაემართნენ, სადაც მიტინგი მოაწყვეს.

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდება გახდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ყველა ახალი ამბავი
0