წინაპრების საფლავზე გავლებული საზღვარი და 104 წლის ფადიმე ბებიას მოყოლილი ზღაპრები

© photo: courtesy of Roin Malakmadzeროინ მალაყმაძე ექსპედიციის დროს
როინ მალაყმაძე ექსპედიციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენებურები მისი მთელი ცხოვრების მთავარი თემაა, მაჭახელა კი – ადგილი, სადაც მისმა ბავშვობამ გაიარა და მისი მომავალი საქმიანობა და პიროვნება განსაზღვრა...

როინ მალაყმაძე – ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარი კუთხის ისტორიას და კულტურას იკვლევს. სწორედ მისი და მისი თანამზრახველების წყალობით მიენიჭა მაჭახელას ხეობას მაღალმთიანი სტატუსი და 2017 წლიდან ამ კუთხის 750 ოჯახი გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს. სამეცნიერო საქმიანობამდე ოთხი წელი მშობლიურ სოფელში საქართველოს ისტორიას ასწავლიდა.

© photo: courtesy of Roin Malakmadzeროინ მალაყმაძე
წინაპრების საფლავზე გავლებული საზღვარი და 104 წლის ფადიმე ბებიას მოყოლილი ზღაპრები - Sputnik საქართველო
როინ მალაყმაძე

- ბატონო როინ, მაჭახელას ხეობაზე არაერთხელ გისაუბრიათ, რა არის ის თქვენთვის?

- მაჭახელას ხეობაში დავიბადე და გავიზარდე, ეს 70-80-იანი წლები იყო. თუ რამ კარგი გამაჩნია, რაც დღემდე სიკეთის სახით ჩემ წარმოსახვაში დაილექა – ყველაფერი იმ პერიოდის დამსახურებაა. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბება იმ ხალხის სინდის-ნამუსსა და ადამიანობაზე გადის. იმ დროის ქვეყანა ამ კუთხეში მცხოვრები ადამიანების წყალობითაც ყალიბდებოდა. ისინი კაცურად სიცოცხლის მაგალითს გვაძლევდნენ. ადგილობრივი ხალხი მათ საქმიანობისა და ხასიათის მიხედვით არქმევდა თიკუნებს, მაგალითად, ხევისბერი, ბერმუხა, სიტყვის კაცი. 

© photo: courtesy of Roin Malakmadzeროინ მალაყმაძე
წინაპრების საფლავზე გავლებული საზღვარი და 104 წლის ფადიმე ბებიას მოყოლილი ზღაპრები - Sputnik საქართველო
როინ მალაყმაძე

- მათ შორის თქვენი დიდი ბაბუაც იყო...

- დიახ, მათ რიცხვში ჩემი დიდი ბაბუაც, მევლუდ მალაყმაძეც იყო. სხვათა შორის, 1916 წელს, როცა ცნობილი მეცნიერი აპოლონ წულაძე მაჭახელას ხეობაში იმყოფებოდა, ჩემ ბაბუას შეხვდა. თავის ნაშრომში წერდა, მაჭახელაში მასპინძლობა მევლუდ მალაყმაძემ გაგვიწიაო. იმ წლების რეპრესიები ჩემს ოჯახსაც შეეხო. ბაბუა, რომელსაც შეძლებული ოჯახი ჰქონდა, გააკულაკეს და ყაზახეთში გადაასახლეს.

© photo: courtesy of Roin Malakmadzeერთ-ერთი კონფერენციის დროს
წინაპრების საფლავზე გავლებული საზღვარი და 104 წლის ფადიმე ბებიას მოყოლილი ზღაპრები - Sputnik საქართველო
ერთ-ერთი კონფერენციის დროს

- თურქეთ-საქართველოს საზღვარი, თურმე, თქვენ სახლზე გადიოდა...

- ასეა, ჩვენი ქვეყნის საზღვარი თურქეთთან ჩემი მამა-პაპის საფლავებზე გადის. ჩვენი გვარის ნახევარი ნათესაობა საქართველოს მხარეს ცხოვრობდა, ნახევარი საზღვრის იქით იყო დარჩენილი. 80-იან წლებში ეს საზღვარი ექვსი თვით იკეტებოდა. როდესაც თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები დათბა, ხალხმა ამის შემდეგ დაიწყო ერთმანეთში სიარული. პირველად ეს საზღვარი 100 წელს მიღწეულმა მოხუცმა გადალახა. მან თურქეთის მხარეს მცხოვრები ნათესავები მოინახულა. ეს ამბავი მაშინ დიდი მოვლენა იყო. 

© photo: courtesy of Roin Malakmadzeროინ მალაყმაძე
წინაპრების საფლავზე გავლებული საზღვარი და 104 წლის ფადიმე ბებიას მოყოლილი ზღაპრები - Sputnik საქართველო
როინ მალაყმაძე

- თქვენი დიდი ბებია თუ იყო იქითა მხარეს?

- ჩემი დიდი ბებია, ფადიმე დღეს 104 წლისაა და იქით არ ყოფილა, მაგრამ მისი ნათესავები გადმოდიოდნენ საქართველოში და ბებიას ყველა მათგანი ახსოვდა სახელებით. მახსენდება, რომ ფადიმე ბებია ბავშვობაში იქითა მხარეს დარჩენილი ჩვენებურების ამბებს ზღაპარივით მიყვებოდა და ისინი ჩემ მეხსიერებას დღემდე ლამაზი ზღაპარივით ჩარჩა... 1996 წელს პირველი სამეცნიერო მივლინებით გადავედი იქითა მხარეს და ვრცელი ვიდეომასალა ჩავიწერე.

© photo: courtesy of Roin Malakmadzeროინ მალაყმაძე
წინაპრების საფლავზე გავლებული საზღვარი და 104 წლის ფადიმე ბებიას მოყოლილი ზღაპრები - Sputnik საქართველო
როინ მალაყმაძე

- თქვენ ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ხართ და ამ ხეობის ისტორიას და კულტურას იკვლევთ, რა არის თქვენს არქივში?

- ამ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძვირფასი საგანძური შექმნეს. აჭარაში არ დარჩენილა სოფელი და ხეობა, სადაც ამ ინსტიტუტის თანამშრომლები სამეცნიერო ექსპედიციით არ ჩასულიყვნენ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ჯემალ ნოღაიდელის, ალექსანდრე მსხალაძის და ზურაბ თანდილავას მუსიკალური ჩანაწერები, რაც დადასტურებაა იმისა, რომ აჭარაში მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერები არსებობდა. დღეს ამ მასალების აღდგენა დავიწყეთ. 

© photo: courtesy of Roin Malakmadze2010 წელი, ეთნოლოგიური ექსპედიცია მაჭახლის ხეობაში, ნოდარ კახიძესთან ერთად
წინაპრების საფლავზე გავლებული საზღვარი და 104 წლის ფადიმე ბებიას მოყოლილი ზღაპრები - Sputnik საქართველო
2010 წელი, ეთნოლოგიური ექსპედიცია მაჭახლის ხეობაში, ნოდარ კახიძესთან ერთად

- როგორი იქნება თქვენი პასუხი კითხვაზე, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, ყველა რესპონდენტს ვერ ვუსვამ ხოლმე - რა არის თქვენთვის სამშობლო?

- ჩემთვის სამშობლო ყველაფერის სიყვარულია, რაც ბავშვობიდან იწყება. ეს გაშლილი ველებია, ლაჟვარდისფერი ცა, იმ ადამიანების ნატერფალია, რომლებმაც მისი ისტორია და კულტურა შექმნეს. სამშობლო ჩემი გენეტიკური კოდია, ის ჯაჭვია, რაც წინაპრებთან მაკავშირებს და ვიცი, რომ არასოდეს გაწყდება...

ყველა ახალი ამბავი
0