ზემო იმერეთსა და რაჭას ახალი გზა დააკავშირებს

© photo: Roads Department of Georgia / FBიმერეთი-რაჭას დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა
იმერეთი-რაჭას დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრობის დრო საჩხერედან ონამდე ორჯერ შემცირდება, ხოლო გზის უმეტესი ნაწილი დასახლებული პუნქტების მოშორებით გაივლის

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 52 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით.

„ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის მშენებლობა რიკოტზე - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკი რიკოთზე გზის მშენებლობას დააფინანსებს

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება.

გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

ყველაზე პრობლემური – თუშეთის გზა ორ წელიწადში უსაფრთხო გახდება >>

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება  108 500 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.

პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. ამჟამად ინტენსიური სამუშაოები ერთდროულად 6 მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0