აზიის განვითარების ბანკი რიკოთზე გზის მშენებლობას დააფინანსებს

© Facebook / Roads Department of Georgiaგზის მშენებლობა რიკოტზე
გზის მშენებლობა რიკოტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საქართველოს საშუალებას მისცემს, თავისი უნიკალური ადგილმდებარეობის წყალობით, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, ეკონომიკური მოგება მიიღოს

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

აზიის განვითარების ბანკმა გამოყო 278 მილიონი დოლარი შორაპანი–არგვეთის 14,7 კმ–იანი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის, აღნიშნულია ბანკის ვებგვერდზე.

სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
ბახტაძე: ქვეშეთი–კობის გზისა და გვირაბის მშენებლობა სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება

„აღნიშნული მონაკვეთი საქართველოს ეკონომიკის სასიცოცხლო არტერიაა და დღეში დაახლოებით 13 ათას მანქანას ემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საიმედო საგზაო ქსელი აუცილებელია, რათა საქართველომ თავისი უნიკალური ადგილმდებარეობის წყალობით, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, ეკონომიკური მოგება მიიღოს. ეს პროექტი ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკას, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით გზებსა და მაგისტრალებზე, რაც ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს“, – განაცხადა ბანკის მთავარმა სპეციალისტმა ცენტრალური და დასავლეთ აზიის ტრანსპორტის საკითხებში ვალერი ლისაკმა.

მთავარი რეგიონული გზების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ხელს უწყობს სოფლების მოსახლეობის დასაქმებას. პრიორიტეტულია ასევე საგზაო უსაფრთხოება. შარშან საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა გზებზე ასი ათას ადამიანზე 12,3 შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება განვითარებული ქვეყნების სტატისტიკას.

საქართველო ქვეშეთი–კობის გვირაბის მშენებლობისთვის ინვესტიციებს იზიდავს >>

პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება ასევე მეორეხარისხოვანი გზები, რომელთა საერთო სიგრძე 15 კილომეტრია და რომლებიც „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ მაგისტრალს უერთდება. გზებზე გაიხსნება დასასვენებელი სადგურები, რომლებიც მორგებული იქნება ხანდაზმულებზე, ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. გაჩნდება ასევე გზისპირა სავაჭრო ჯიხურები, რომელთა 50% ქალთა ბიზნესპროექტებს დაეთმობა. 

პროექტის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ერთ–ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული ვალი 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გზა რიკოთის უღელტეხილზე

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე იგეგმება 51,6 კილომეტრის სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. გზის მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

უკვე დაწყებულია უღელტეხილზე ორი მონაკვეთის – ხევი–უბისასა (12,2 კმ) და უბისა–შორაპანის (13 კმ) – მონაკვეთების მშენებლობა. წელს გამოცხადდება ტენდერი მეოთხე, შორაპანი–არგვეთის ბოლო მონაკვეთის მშენებლობაზე.

გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ქვეშეთი-კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს

აღმოსავლეთი–დასავლეთის, იგივე ევროპული სატრანზიტო გზა Е 60 – არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც სათავეს იღებს ბრესტში, საფრანგეთში, და სრულდება ირკეშტამში, ყირგიზეთში. საქართველოში Е 60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან და სრულდება შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტის მახლობლად. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ქარსელაძის სიტყვებით, თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის გაყვანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

ყველა ახალი ამბავი
0