ბახტაძე: ქვეშეთი–კობის გზისა და გვირაბის მშენებლობა სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება

© photo: Sputnik"სამხედრო გზა"
სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა განაცხადა, რომ დასრულდა კონტრაქტების დადების პროცესი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე

თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ცხრაკილომეტრიანი გვირაბისა და ქვეშეთი–კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელზეც აზიის განვითარების ბანკმა 415 მილიონი დოლარი გამოყო, საქართველოში სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარასკევს ბრიფინგზე.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მლნ დოლარის კრედიტი გამოუყო. გზა საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიდის.

ხიდი საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო იქნება>>

პროექტი ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და საქართველოს, როგორც რეგიონში სავაჭრო და ტურისტული ცენტრის განმტკიცებას.

„ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, სწორედ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ სიღარიბე შევამციროთ და დავძლიოთ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.

23–კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაივლის ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე, რომელიც ჩრდილოეთი–სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. პროექტის დასრულების შემდეგ სატრანზიტო მიმოსვლა წლის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლივ იქნება შესაძლებელი.

მოძრაობა რიკოთის გვირაბში - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი აშენდება

„საქართველოს სივრცით განვითარებაში ეს იყო კომპონენტი, რომელიც გახლავთ ყველაზე კაპიტალინტენსიური, ძვირიანი მონაკვეთი და ძალიან რთული საინჟინრო თვალსაზრისით. ჩვენ, ამ კონტრაქტის ხელმოწერის შედეგად (აზიის განვითარების ბანკთან – რედ.), უკვე დავასრულეთ  ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების დაკონტრაქტება, იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რომელიც გულისხმობს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

არსებული 35 კილომეტრიანი ე. წ. სამხედრო გზა, რომლითაც ყოველდღიირად 3,5 ათასი ავტომობილი სარგებლობს, ერთ–ერთი ყველაზე საშიში გზაა საქართველოში. წელიწადში 40 დღეზე მეტი, უმეტესად, ზამთრის პერიოდში, ის იკეტება, რაც დიდ პრობლემებს ქმნის რუსეთიდან საქართველოში მომავალ მოგზაურებსა და ტვირთის გადამზიდავებს.

გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ხსნა სომეხი გადამზიდავებისთვის – საქართველო ზემო ლარსთან გვირაბს გაიყვანს

ამჟამად ეს ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცხრაკილომეტრიანი გვირაბის – საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა. გვირაბს გაიყვანენ ჯვრის უღელტეხილზე – სოფელ წკერედან სოფელ კობამდე. ასევე გაიყვანენ ხუთ გვირაბსა და ააშენებენ ექვს ხიდს.

პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 558,6 მლნ დოლარი. თანადამფინანსებელია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – 60 მლნ დოლარის ოდენობით და საქართველოს მთავრობა – 83,6 მლნ დოლარის ოდენობით.

მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0