გორში 18 წლის ბიჭი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. გორში 18 წლის ახალგაზრდა ვაჟი ბასრი საგნით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გორში გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდას ბასრი საგნით სამი ჭრილობა აქვს მუცლის არეში მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევის ადგილი ფოთში - Sputnik საქართველო
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი სამი ჭრილობა. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაუკეთდა ოპერაცია. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა დავით გასიტაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო სამსახურს გადის, თუმცა ამ დღეს დათხოვნილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0