ადიგენში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnikმეხანძრე-მაშველი
მეხანძრე-მაშველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეძინა. მეხანძრე-მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევა ადიგენის რაიონში გუშინ, საღამოს 9 საათისთვის მოხდა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი ხანძრის გაჩენის დროს სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეძინა.

ხანძრის შედეგები სვანეთში - Sputnik საქართველო
ძამას ხეობაში ხანძარია

ცეცხლი სახლს სწრაფად მოედო, მეხანძრე-მაშველები ადგილზე გამოძახებიდან 7 წუთში მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0