ძამას ხეობაში ხანძარია

© photo: Sputnik / Nika Latariaხანძრის შედეგები სვანეთში
ხანძრის შედეგები სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გასულ კვირაში სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძარი ერთდროულად შვიდ ადგილას მძვინვარებდა

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ძამას ხეობაში, სოფელ მუხილეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარს ებრძვიან, იწვის ტყის ქვედა საფარი, იუწყება Новости-Грузия ქარელის რაიონის სახანძრო სამსახურის უფროსზე, კახა ბარბაქაძეზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 60-70 ჰექტარ მიწაზეა გავრცელებული.

ამჟამად ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ძლიერი ხანძრის შედეგად ხულოში ექვსი სახლი დაიწვა

ნოემბერი ხანძრების გაჩენის კუთხით საკმაოდ რთული გამოდგა. ბოლო კვირის განმავლობაში ხანძარს ებრძოდნენ აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭაში, გურიაში, ცაგერისა და ლენტეხის რაიონში.

გასულ კვირაში სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძარი ერთდროულად შვიდ ადგილას მძვინვარებდა. იწვოდა ტყის საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ყველა კერის ჩაქრობა, მაგრამ პერიოდულად აალების ახალი კერები ჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0